FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.07.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 44 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, 24 სოფლის მხარდაჭერის პროექტია.სოფლის მხარდაჭერის პროექტების გამოკლებით, 20 ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 3 785 952 ლარია.

ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
მათ შორის 18 რეგიონული ფონდის მიერ ფინანსდება. ყველაზე მსხვილი პროექტი კი ცენტრალური გზიდან სოფელ აწყვიტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა. 28 კილომეტრზე ასფალტს „შპს ასტორია“ 1 054 176 ლარად აგებს.

რეგიონული ფონდით დაფინანსებული მიმდინარე პროექტების სრული სია ასეთია:


დაბა ასპინძაში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია – 317 143 ლარი;
სოფელ ტოლოშის ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია - 292 000 ლარი;
სოფელ დამალის შიდა გზის რეაბილიტაცია - 678 520 ლარი;
სოფელ ოშორის შიდა გზის რეაბილიტაცია - 423 000 ლარი;
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა - 238 299 ლარი;

სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია

თმოგვის ამბულატორიის რეაბილიტაცია – 21 800 ლარი;
ნაქალაქევის ამბულატორიის რეაბილიტაცია –20 404 ლარი;
რუსთავის ამბულატორიის რეაბილიტაცია – 26 130 ლარი;
ჭობარეთის ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 35 640 ლარი;
ოშორის ამბულატორიის რეაბილიტაცია – 31 192 ლარი;

გარდა აღნიშნულისა ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება კიდევ ოთხ სოფელში: ნიჯგორში, ვარძიაში, ოთასა და აწყვიტაში. ტენდერი 17 ივლისს გამოცხადდა და მისი საერთო ღირებულება 350 920 ლარია.

ასპინძაში ამბულატორიების პრობლემაზე სამხრეთის კარიბჭე 2017 წელს წერდა. ასპინძის 23 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ შვიდში და ისიც სარემონტო იყო.

სკოლების რეაბილიტაცია

წელს დაბა ასპინძის საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის მოწყობასა და შენობის რეაბილიტაციას 92 500 ლარი დაიხარჯება სამუშაობს შპს „მშენებელი 2004“ ასრულებს;

სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის შენობის რეაბილიტაციისთვის 48 999 ლარია განსაზღვრული, ეზოში არსებული საპირფარეშოს მოწყობად კი 17 186 ლარი;

ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები:


ასპინძის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 278 300 ლარი;

ასპინძის ქუჩებისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების შეკეთება – 126 707 ლარი, სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ახორციელებს;

ნიჯგორისა და აწყვიტას დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია – 76 707 ლარი (დასრულებულია);

ჭობარეთის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია – 7 249 ლარი(დასრულებულია);

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი 24 პროექტის ღირებულებაა – 557 702 ლარი. 24–დან რვა პროექტი უკვე დასრულებულია;
ასპინძის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს დაბა ასპინძაში, მოეწყობა მდინარე ოთის ნაპირსამაგრი გაბიონები, 253 მეტრზე, 185 137 ლარად.

სოფელ ოთასა და სოფელ ივერიაში ნაპირსამაგრი გაბიონების 224 მეტრზე მოწყობაა დაგეგმილი. ნაკლები მანძილის მიუხედავად, პროექტის ღირებულება აქაც იგივე – 185 137 ლარია.

[ავთო ინასარიძე, ასპინძა]


18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

18.10.2019 აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ

18.10.2019 'პუბლიკა' – ლიბერალიდან წასულმა ჟურნალისტებმა ახალი გამოცემა დააფუძნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით