FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
დღეს, 23 ივლისს ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა ლიანდაგი გადაკეტეს და თურქეთიდან შემოსულ სატვირთო მატარებელს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ასე მუშები რამდენიმეთვიან უხელფასობას აპროტესტებენ. ადგილზე არიან სამართალდამცველებიც.

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 23 ივლისს, ახალქალქში, სოფელ ხოსპიოსთან დაახლოებით სამ კილომეტრში რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყეს. მათ თურქეთიდან შემოსულ მატარებელს პროტესტის ნიშნად გზა გადაუკეტეს.

თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანია „დემირიოლსერვისი“ სამი თვის ხელფასს არ უნაზღაურებს: „ოთხი თვის ხელფასი გვქონდა ასაღები, ერთი თვის მოგვცეს ორი კვირის წინ და დარჩენილ სამ თვეს არ გვინაზღაურებენ. დღეს განგვიცხადეს ან მომავალი თვის 15 რიცხვამდე იქნება, ან საერთოდ არ იქნება ხელფასებიო. როგორ უნდა მოვიქცეთ არ ვიცი“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

თანამშრომლების პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ მათ კომპანიასთან დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებები არ აქვთ. „სიტყვიერი ხელშეკრულება გვაქვს მხოლოდ და ეს ქმნის პრობლემას სამართლებრივად რომ ვიდაოთ. თან ახლა უკვე სხვა კომპანია შემოდის „დემირიოლსერვისის“ ნაცვლად, იმისი თანამშრომლებიც მოვიდნენ და რა იქნება არ ვიცით, ცუდ დღეში ვართ“.



მუშების თქმით, ხელფასის ანაზღაურებას „დემილიორსერვისის“ წარმომადგენელი მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთზე, მურად ბუიძე პირდებოდა.

„კანონი ხომ იცით, რომ არ მიუღიათ ხელფასი, ამის შესახებ სადმე განცხადება დაწერეს? იურესპრუდენციაში დაიწერა რამე საჩივარი? მეც მაგათნაირი თანამშრომელი ვარ“, - აცხადებს მურად ბუიძე.

კომპანია „დემირიოლსერვისის“ ცენტრალურ ოფისში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი რედაქციას მოგვიანებით თავად დაუკავშირდება და კომენტარს გააკეთებს.

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, სამ ივლისს გაიფიცნენ. მათ ოთხი თვის ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს დაბრუნდნენ, 10 ივლისს კი გაფიცვა ისევ გააგრძელეს. მუშები ოთხთვიან დავალიანებას აპროტესტებენ.

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ