FM97.5 / LIVE

რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
კომპანიამ, რომელიც ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზას აკეთებს, ვადების დაგვიანების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო. 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ადგილზე უშუალოდ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 110 მილიონი ლარია. პროექტს იტალიური კომპანია „ტოდინი“ ახორციელებს. მან ტენდერში 2018 წლის შემოდგომით გაიმარჯვა, ამ დრომდე კი ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ კომპანიას ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს, ამიტომ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო: „გეგმა-გრაფიკს სათანადოდ ვერ მიჰყვება კომპანია, გაფრთხილებებიც მიეცა და თუ ტემპს არ მოუმატებს დაჯარიმდება. ჯერ არ განიხილება, თუმცა თუ ვერ შეასრულებენ თავისზე დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ ხელშეკრულება გაწყდება“, - განმარტავენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

2018 წლის აპრილში დეპატრამენტი აცხადებდა, რომ კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისიდან უნდა დაწყებულიყო.

კომპანია „ტოდინის“ ინფორმაციით, ვადებში ჩამორჩენის მიზეზი გოდერძის უღელტეხილზე არსებული მკაცრი კლიმატური პირობებია. მათი თქმით, აქ სამუშაოების დაწყება მხოლოდ აპრილში გახდა შესაძლებელი. მოსამზადებელი სამუშაოები კვირის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა უნდა დაიწყონ.

„მანდ გაკეთებულია გეოდეზიური სამუშაოები, ახლა მოწმდება მონაცემები გეოდეზიის, მოხდა გადაღება მთლიანად მონაკვეთის, სად რა უნდა გაკეთდეს. ახლა მოწმდება და მერე უკვე სამუშაოები დაიწყება. პრეტენზიებიც ჰქონდათ, რატომ არ მუშაობთ თებერვალშიო, მაგრამ თებერვალში იქ ამსვლელი კაცი არ იყო. ჩვენ მარტო მაღალი გამავლობის მანქანით დავდიოდით და რაღაცებს ვათვალიერებდით. ვადა მომავალ წლამდე გვაქვს, ამიტომ მის დარღვევაზე ჯერ საუბარი ადრეა“, - ამბობს კომპანია „ტოდინის“ წარმომადგენელი გიორგი კოპალეიშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისათვის, გეოდეზიური სამუშაოები გზის მთლიან, 47 კილომეტრიან მონაკვეთზეა შესრულებული: „ორი ბაზაა გაკეთებული, ზარზმის ზევით და ხულოსთან. საცხოვრებელი კონტეინერებიც დგას და ტექნიკის დასაყენებლი ადგილიც მზადაა. ჩვენი ვარაუდით, ამ კვირის ბოლოს ყველაფერზე მოგვცემენ თანხმობას და გვეტყვიან ყველაფერი სწორად გაქვთ ათვლილი და ამოხაზულიო და უკვე თვითონ მშენებლობას დავიწყებთ“. მისივე თქმით, თუ ვინმეს ახალციხიდან-ბათუმში გადასვლა უნდა, გზაზე მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება შესაძლებელია.

ვადების ჩამორჩენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპატრამენტის მხრიდან, კომპანია „ტოდინს“ გაფრთხილება მხოლოდ ამ პროექტის შესახებ არ მიუღია. 2018 წლის აპრილში, დეპატრამენტმა კომპანიას საჯარო გაფრთხილება მისცა სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის შესახებაც - „სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთხილება მიეცა“.

ამავე წელს, გაიმარჯვა კომპანიამ ხულო-ზარზის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დეპარატმენტის ინფორმაციით, აქ ორ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
ამავე თემაზე ნახეთ:

გოდერძის გზის მშენებლობა ადიგენში 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
გოდერძის გზის მშენებლობა ადიგენში 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება
როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა
მაია ცქიტიშვილი: ‘ხულო–ზარზმის გზის მშენებლობა 2020  წელს დასრულდება’