FM97.5 / LIVE

‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
ასპინძაში, სოფელ რუსთავის მახლობლად, იქ, სადაც მიწა ჩავარდა, „მტკვარი ჰესის“ მშენებარე გვირაბი გადის. ადგილობრივები ამ ტერიტორიას უკვე საფრთხედ აღიქვამენ. „მტკვარი ჰესის“ დირექტორი კი ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.

‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე

ხუთი დღის წინ, სოფელ რუსთავთან, ‘მტკვარი ჰესის’ მშენებარე გვირაბის ტერიტორიაზე მიწის ჩანგრევას ერთ–ერთი ადგილობრივი შეესწრო. რუსთავის მკვიდრს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა გვიყვება, რომ სოფლიდან დაახლოებით 50 მეტრში მიწა მაშინ ჩავარდა, როცა პირუტყვი საძოვრიდან სახლში უნდა წაეყვანა.

„ზუსტად მაგ ტერიტორიაზე გავიარე, რომ მოვბრუნდი საქონელთან ერთად, ალბათ ხუთ წუთში, მიწა უკვე ჩანგრეული იყო. ქარი იყო და ჩანგრევის ხმა არ გამიგია. ახლოს მივედი და ძალიან ღრმა იყო, შიგნიდან კიდევ ნგრევის ხმა ისმოდა. შემეშინდა და წამოვედი“, – გვიყვება ადგილობრივი.

მისივე თქმით, მაშინვე მომხდარის შესახებ ასპინძის მერიას აცნობა. მერიამ კი „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციას შეატყობინა: „სულ რამდენიმე წუთით ავცდი მაგ ტერიტორიას. შეიძლებოდა ჩემი საქონლიანად ჩავეტანე. არ ვიცი მანდ გვირაბი გადის თუ რა, მაგრამ ძალიან საშიში რომ არის, ეგ ზუსტად ვიცი“.

მის აზრს იზიარებენ თანასოფლელებიც. რუსთაველები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე გზა გადის, ბაღები და საძოვრები აქვთ, სადაც ყოველდღე პირუტყვი დაყავთ, ამიტომ შიშობენ, რომ მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდება და ვინმეს ჩაიყოლებს.

„მტკვარი ჰესის“ მშენებლობის გამო, რუსთაველებისთვის პრობლემა მარტო გვირაბის გაყვანა არ არის. ისინი ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობამ სოფელი თითქმის გააღარიბა.

„ერთი, რომ ისევ მაგ გვირაბის მშენებლობისას ჩვენი წყლები დაიკარგა და ფაქტობრივად ჩვენც და ჩვენი პირუტყვიც უწყლოდ დავრჩით. არადა, სოფელი მესაქონლეობას მისდევს, ამაზე ვართ დამოკიდებულები. მაღალმთიანის სტატუსიც იმიტომ არ მოგვცეს, რომ სოფელზე ჰესს უნდა გაევლო“, – გვეუბნება ადგილობრივი ლიანა სანდროსოვი.

„მტკვარი ჰესის’ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე „სამხრეთის კარიბჭესთნ“ განმარტავს, რომ რუსთავთან, გვირაბის ტერიტორიაზე, გრუნტი 10 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა: „რეალურად გვირაბი მანდ გადის. სადაც გრუნტი ჩავარდა, იქ 115 მეტრის სიღრმეზე უკვე გვირაბის კონსტრუქციაა. გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო, შეიქმნა ეს პრობლემა. დაუტკეპნავი გრუნტი ჩავყარეთ, გავაკეთეთ არხი, რომ წყალი არ ჩავიდეს და დამატებითი პრობლემები არ გაჩნდეს“.

ოქროშიძის თქმით, ადგილზე გეოდეზიური კვლევა ჩატარდა და დასკვნაც მზად არის. დირექტორი ირწმუნება, რომ მომავალში მსგავსი პრობლემის საშიშროება აღარ არსებობს, რადგან უსაფრთხოების ზომები დაცულია.

„ეს პრობლემა, სავარაუდოდ, გრუნტის წყლებმა, გრუნტში არსებულმა სიცარიელემ და შიგნით, გვირაბიდან გრუნტის გამოტანამ გამოიწვია. თუმცა ჩვენ ყველა ზომა გვაქვს მიღებული იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი აღარ განმეორდეს. გაათმაგებული ყურადღებით ვმუშაობთ. ამ საკითხში ჩავრთეთ ინჟინრები და შესაბამისი სპეციალისტები. მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდება“, – ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე არ გამორიცხავს, რომ მიწის ჩანგრევა გამოწვეული იყოს ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ხარვეზებით, რომელიც მშენებლობის დაწყების დღიდან არსებობდა.

„ეს ძველი და გაჭიანურებული პროექტია. თავიდანვე, რამდენადაც მახსოვს, ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდათ, რაც, თავისთავად, იმაზე მიუთითებდა, რომ წინასწარი კვლევები არ იყო სათანადოდ ჩატარებული. გამორიცხული არ არის, რომ ესეც ამის შედეგია“, – ამბობს მანანა ქოჩლაძე.

მისივე თქმით, ეს პროცესები ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან არ არის გამორიცხული, სოფელს პრობლემები მაშინაც შეექმნას, როცა გვირაბში წყალი გავა: „ამის მაგალითი უკვე გვაქვს შუახევში, სადაც სოფლები საფრთხის ქვეშ დადგა. იქაც, გვირაბში წყალი გავიდა, ფერდობზე აიწია გრუნტის წყლების მოცულობამ და ადგილობრივებს წყალი სახლში უვარდებოდათ“.

‘მტკვარი ჰესის’ დირექტორის თქმით, გვირაბი ჯამში ცხრა კილომეტრსა და 600 მეტრზე უნდა გაკეთდეს. ამ დროისათვის დარჩენილია ორი კილომეტრის და 100 მეტრის გაყვანა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
რატომ გახდა საჭირო ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ცვლილებების შეტანა