FM97.5 / LIVE

‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2019
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატ ენზელ მკოიანს, 21 ივლისს გავრცელებული განცხადების გამო უჩივლებს. ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანი, თავის განცხადებაში, ისეთ დეტალებს აღწერს, რა ინფორმაციასაც საგამოძიებო უწყება ფლობს და ძიების დასრულებამდე, მისი გასაჯაროების უფლება არავის აქვს.

‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

დირექტორი ამბობს, რომ განცხადებაში მის მიმართ ბრალდებებიც არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„მაინტერესებს, დეპუტატმა ეს დეტალები საიდან იცის? მითუმეტეს, როცა გამოძიება არ არის დასრულებული, რატომ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს? ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა და ამისთვის აუცილებლად ვუჩივლებ“, – ამბობს ნარინე გინოსიანი.

მისი თქმით, მკოიანის განცხადება, რომ უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს აძლევს, სიცრუეა: „შეიძლება, „რომპეტროლს“ მართლაც ჰქოდეს ვიდეოკადრები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ადამიანები არიან ჩემი თანამშრომლები, ან არის ჩემი მანქანა, რითიც მიწევს ბაღის საქმეების გამო გადაადგილება, იმიტომ, რომ ბაღების გაერთიანება ოფიცილურად არ არსებობს და არც ტრანსპორტი გვყავს და რაღაცით ხომ უნდა ვიაროთ?“.

გინოსიანი უარყოფს მკოიანის ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ურთიერთობაზეც: „საერთოდ, არცერთ პარტიასთან არ მაქვს რაიმე სახის ურთიერთობა. მმართველ პარტიასთანაც კი არ მქონია რაიმე სახის ურთიერთობა“.

ენზელ მკოიანის განცხადებას აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, განცხადებაში ბევრი ისეთი დეტალია მოყვანილი, რაც მხოლოდ გამოძიებისთვის უნდა იყოს ცნობილი, ამიტომ გინოსიანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა მართლაც იკვეთება.

„ამ განცხადების შემდეგ ჩნდება სამართლიანი ეჭვი, რატომ იცის დეპუტატმა ამდენი დეტალი ამ საქმეზე? ხომ არ აქვს მას გავლენა გამოძიებაზე და შეიძლება, გამოიკვეთოს უფლებამოსილების გადამეტება პარლამენტის წევრის მიერ. ამ მიმართულებითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები“, – განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს მისცა პასუხისგებაში, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა.

ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ მკოიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე პროკურატურასა და გენინსპექციასაც მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველოს პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ გინოსიანის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამიტომ ეს განცხადებაც ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნეს. აღნიშნულ უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება მათი საქმე არ არის და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს.

დაიწყო თუ არა შსს–მ მკოიანის საკითხის მოკვლევა, უწყებისგან პასუხს ველოდებით.

იურისტები კი ფიქრობენ, რომ გინოსიანისა და მისი ბუღალტერის პასუხისგებაში მიცემა და დეპუტატის მხრიდან შესაძლო სექსულური შევიწროება სხვადასხვა საქმეა. ამიტომ პროკურატურას თავად უნდა გამოეძიებინა.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი