FM97.5 / LIVE

'13 ლეგიონის' მებრძოლებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2019
ბათუმის საერთაშორისო ტურნირში, კლუბ „13 ლეგიონის“ 10 მებრძოლიდან რვამ პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრში 10-16 წლის მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას.

'13 ლეგიონის' მებრძოლებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს

ბათუმში გამართულ ჩემპიონატში აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი და ქართველი მებრძოლები მონაწილეობდნენ. „13 ლეგიონის“ მებრძოლების უმრავლესობამ MMA-ს (შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება) ტურნირის ფინალში იასპარეზა, რამდენიმე მათგანი კი ნახევარფინალურ ეტაპამდე მივიდა. ახალციხელი მოზარდების ძირთადი მეტოქეები აზერბაიჯანელი თანატოლები იყვნენ.

პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები არიან:

მერუშ პალიანი, 15 წლის
აკაკი ჩადუნელი, 16 წლის
დავით ნადირაძე, 15 წლის
გეო გრიგორიანი, 12 წლის
რუდიკ ვეირაბიანი, 12 წლის
რუბიკ ვეირაბიანი, 11 წლის
პოღოს ვეირაბიანი, 10 წლის
რუბენ გაბრელიანი, 15 წლის

15 წლის ლუკა ნასყიდაშვილმა და 24 წლის მამო ბეგოიანმა კი მეორე ადგილი დაიკავეს.

გარდა ამისა, „13 ლეგიონის“ მოზარდებმა კიკბოქსინგშიც (K1) იბრძოლეს. სამმა პირველი, ხოლო ერთმა მეორე ადგილი დაიკავა. მერუშ პალიანმა, გეო გრიგორიანმა და რუდიკ ვეირაბიანმა K1-შიც პირველი ადგილი დაიკავეს.

„K1-ში მერუშ პალიანმა ურთულესი ბრძოლა მოუგო უძლიერეს ევროპელ თანატოლს. ამ შედეგებს ველოდებოდით, რადგან 10 დღე დილა საღამოს ორჯერადი ვარჯიშებით ვემზადებოდით.რაც შეეხებათ მეორე ადგილზე გასულ მებრძოლებს, მათ რინგზე თანატოლები არ შეხვდათ და თავისზე დიდებთან იბრძოლეს, თორემ ისინიც მოიგებდნენ“, - ამბობს კლუბ „13 ლეგიონის“ მთავარი მწვრთნელი მიშა მესხი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'13 ლეგიონის' მებრძოლების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
„13 LEGION”-მა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში ახალციხელმა სპორტსმენებმა მეორე ადგილი დაიკავეს
თაობა მაXიმუმი: სპორტსმენები "მეცამეტე ლეგიონიდან" [Audio]
‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]
'13 ლეგიონის' სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს შეებრძოლება
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს