FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2019
ნინოწმინდაში, სოფელ თორიას მოსახლეობა მოითხოვს სარგებლობაში გადაეცეთ ის სათიბები, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ტერიტორიის გათიბვა სხვა პირებმა დაიწყეს.

ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

დღეს, 22 ივლისს, ნინოწმინდის სოფელ თორიას მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიაში შეიკრიბა, მათ მერთან შეხვედრა და სათიბების სარგებლობაში გადაცემა მოითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სათიბში მისულებს იქ უცხო პირები დახვდნენ.
ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.

„ეს სათიბები არის ჩვენი, წლებია ვიყენებთ, უცხო პირები არ უნდა შევიდნენ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ სხვა ტერიტორია არ გვაქვს, რომ მოვთიბოთ და პირუტყვი გამოვკვებოთ“, – ამბობენ ნინოწმინდის მერიაში შეკრებილები. მათ, ამავე პრობლემაზე გასულ კვირას აქციაც გამართეს და პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ადგილობრივებს, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და მისი პირველი მოადგილე, ალექსანდრე მიქელაძე შეხვდნენ და პრობლემაში გარკვევას დაჰპირდნენ.

„გვეუბნებიან, რომ სათიბებს სხვები ცელავენ. ეს მერიის კონპეტენცია არ არის, რადგან მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა ადგილზე სიტუაციაში გავერკვევით და რეაგირებას ისე მოვახდენთ, შესაბამის უწყებებთან ვიშუამდგომლებთ“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ალექსანდრე მელიქიძემ.

სოფელ თორიას მოსახლეობის თქმით, სათიბების სარგებლობაში გადაცემას უკვე სამი წელია ითხოვენ. მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანსაც, რომელიც თორიას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ თორიას სადავო ტერიტორიაზე თიბვის პროცესი შეაჩერეს
ნინოწმინდის ორ სოფელში  დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა
ეშტიის რეაბილიტებული გზა საზეიმოდ გაიხსნა
ვალელები სათიბების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ
ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა[R]
ნინოწმინდა საახალწლო ღონისძიებებში 6 700 ლარს დახარჯავს
ნინოწმინდის  სოფლებში  სეტყვამ ნათესები დააზიანა