FM97.5 / LIVE

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2019
ახალქალაქის სოფელ კარწახში აშუღ ჯივანის დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნეს. ჯივანი სომხური აშუღური ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელია.

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

სოფელ კარწახში ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის თვითმმართველობების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

სერობ სტეფანის ძე ლევონიანი, იგივე "ჯივანი" (1846-1901წწ.) - გამოჩენილი სომეხი პოეტი და მუსიკოსი იყო. იგი სოფელ კარწახში გლეხის ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში დაობლდა და იზრდებოდა ბიძის ოჯახში.

სოფელში გამოჩენილ ოსტატ გარა-გაზართან დაეუფლა მუსიკალურ ხელოვნებას - ვიოლინოზე დაკვრას და ხალხური სიმღერების შესრულებას. მოგვიანებით 1866 წელს სოფელ კარწახში ჩამოვიდა ახალგაზრდა აშუღი საზანი (აგაჯიანი). მასთან ერთად „ჯივანი“ თბილისში გადავიდა, სადაც აშუღის საქმიანობა დაიწყო. 1868 წლიდან 1895 წლამდე, ალექსანდროპოლში (გიუმრი) გააგრძელა მოღვაწეობა.

"ჯივანი" თბილისში სომეხ მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]
სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება
შსს–მ  კარწახში შრი–ლანკის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე დააკავა
„კარწახში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
'მცემეს, დამკოჭეს და პირი გამიკრეს' – ყაჩაღობა კარწახში
კარწახში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე