FM97.5 / LIVE

'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 21.07.2019
ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
ენზელ მკოიანი, განცხადებაში ბაღების გაერთიანების დირექტორის მიერ ფულის მითვისებაზე საუბრობს და გინოსიანის ბრალდებებს, მის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიას უწოდებს.

ენზელ მკოიანის განცხადებას სრულად გთავაზობთ.

„19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.

აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.

გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.

მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა გუშინ, 20 ივლისს "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში განაცხადა, რომ ენზელ მკოიანს მასთან ინტიმური კავშირის დამყარება სურდა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი დეპუტატი მას დაემუქრა. გინოსიანი, მის მიმართ ძიების დაწყებას, სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს.

"სამხრეთის კარიბჭე" გუშინ, ენზელ მკოიანთან დაკავშირებას ცდილობდა თუმცა, დეპუტატმა სატელეფონო ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში გუშინ, 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამარლომ არკვეთის ღონისძიებად გირაო დირექტორს 5 000, ხოლო მის ბუღალტერს 3 000 ლარი შეუფარდა.

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი