FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 21.07.2019
ახალციხეში N5 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების კორპუსთან, ეზოს ჩამონგრეული გალავანი უკვე წელიწად–ნახევარია მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კედლის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აიღო.

ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს
N5 საჯარო სკოლის გალავნის ჩამონგრეული ნაწილისა და საფრთხის შესახებ, „სამხრეთის კარიბჭემ“ 2019 წლი იანვარში დაწერა. იმ პერიოდში, სამმეტრიანი კედლის გამონგრეული ნაწილი ღიად იყო დარჩენილი და სრული ჩამონგრევისგან ერთი ბოძი იკავებდა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გალავანი სკოლის მხრიდან, რკინის ბადით შემოსაზღვრეს მეორე მხრიდან კი, მანქანის საბურავები და თუნუქის მასალა მიაწყეს.

ექვსი თვის წინ, სკოლის ადმინისტრაციამ საფრთხის შემცველი კედლის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. ამ დროისათვის, საჯარო სკოლები ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაშია, ამიტომ აქ განსახორიელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმბელობა მერიას ეკისრება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ეზოს გალავანი არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზე შეკეთდება, არამედ მთლიანად გამოიცვლება, თუმცა ეს როდის მოხდება, უცნობია: „მუნიციპალიტეტი სკოლებში აკეთებს მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მეხუთე სკოლის ღობე წელს გაკეთდება“, – განაცხადეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს


[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის ეზოში ჩამონგრეული კედლის ადგილზე ახალი ღობე გააკეთეს
'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს
ახალციხის N5 სკოლაში სამლოცველო ოთახი დაკეტეს
ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს
ახალციხის სკოლებში გათბობა გათიშეს – მოსწავლეები ამბობენ, რომ კლასებში ცივა