FM97.5 / LIVE

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2019
სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხის ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება, სოფელ ურავლის ხეობაში მდებარეობს. სამსართულიანი შენობა მთლიანად რკინის ავზებსა და ფილტრებს უკავია.

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

ურავლის ხეობიდან წამოსული წყალი, წყალმიმღებით სათავე-ნაგებობის ავზებში გროვდება, რის შემდეგაც იგი ფილტრების საშუალებით იწმინდება, იქლორება და ცენტრალური მილით დასახლებებს მიეწოდება.

ამ წყლით ქალქ ახალციხის ნაწილის გარდა, სოფლები ჭაჭარაქი და მინაძეც მარაგდება. ქალაქის მეორე ნაწილს წყალი ვალის ტერიტორიიდან მიეწოდება.

„სათავე-ნაგებობები 24 საათის განმავლობაში იქლორება, გაწმენდით კი სეზონურად ვწმინდავთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სერვის–ცენტრის უფროსი ბესო ფილაური. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ურავლის სათავე - ნაგებობაზე არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი არ იგეგმება.

ფილაური ირწმუნება, რომ ურაველში წყლის ხარისხს რამდენიმე ორგანო ერთდროულად ამოწმებს: „წყლის ხარისხი, ყოველდღიურად, ახალციხის სერვის-ცენტრის ქიმიკოს–ლაბორანტის მიერ მოწმდება, კვირაში ორჯერ რეგიონის ქიმიკოსი ამოწმებს, თვეში ერთხელ კი – გაერთიანებული წყალმომარაგების სათაო ოფისის წარმომადგენელი და სურსათის ეროვნული სააგენტო“.

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დაულუქავი სათავე-ნაგებობა სოფელ წრიოხში [ფოტო]
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
აწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება
აწყურში, იმ რეზერვიუარს გააკეთებენ, საიდანაც სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება
ვალეში წყლით მომარაგება აღდგა
ახალციხეში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება