FM97.5 / LIVE

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2019
ახალციხის N5 და N2 საჯარო სკოლების მახლობლად, რამდენიმე მეტრში, ველური კანაფია ამოსული. ორივე ტერიტორიაზე მცენარე რამდენიმე კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, პერიოდულად, ახალგარზდები კანაფს მოიხმარენ.

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლასთან, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, კანაფის ბუჩქები კერძო პირის ნაკვეთშია ამოსული. მისი მეპატრონე ახალციხეში არ ცხოვრობს, თუმცა კანაფის გავრცელება ქუჩაზე მცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევს: „ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის, წყვეტენ, მიაქვთ, არ ვიცით, რაში იყენებენ, თუმცა ხშირად კი მიაქვთ. იმდენად შევწუხდით, შევედით და გავასუთავეთ ადგილი. „პლანი“ და ათასი ნაგავია. ბალახებიც მოვთიბეთ და ორი ტომარა ნაგავი ავაყუდეთ. როდესაც მფლობელი ჩამოვიდა, გაბრაზდა და ტომარა გადააბრუნა“, – იხსენებს მეხუთე საჯარო სკოლასთან მცხოვრები.

მათივე თქმით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სასტუმროა, სადაც ტურისტები ხშირად მოდიან და კანაფის „ ბუჩქებით“ ინტერესდებიან: „გაოგნებულები არიან ხოლმე, რომ დაინახავენ ამ „პლანს“. მოდიან, სურათებს უღებენ, რაღაცას ლაპარაკობენ თავიანთ ენაზე. ხშირად წყვეტენ და მიაქვთ კიდეც”, – ამბობს ფარნავაზ მეფის ქუჩის ერთ–ერთი მცხოვრები.

მეორე საჯარო სკოლასთან, ასპინძის ქუჩაზე, კანაფის ბუჩქები უფრო დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მას სკოლის ირგვლივ რამდენიმე მეტრიანი ზოლი აქვს დაკავებული.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე იმ დროს მივიდა, როცა ახალციხის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები მცენარეს თიბავდნენ. მათი განმარტებით, მეორე საჯარო სკოლასთან ტერიტორიას სეზონზე ასუფთავებენ და ამისი უფლება აქვთ, რადგან ადგილი ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. მეხუთე საჯარო სკოლასთან კი, პრობლემას ის ქმნის, რომ კანაფი კერძო მესაკუთრის ნაკვეთშია ამოსული.

„არ მსმენია, რომ ვინმე მოიხმარდეს, მაგრამ გამორიცხული არაა – ძალიან ბევრია გავრცელებული და შეიძლება კიდეც მიაქვთ, თუმცა ამას ასე აშკარად ვერ გააკეთებენ,“ - ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

'წყვეტენ და მიაქვთ' - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ძაღლები ახალციხის მეხუთე სკოლასთან [ფოტო]
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფის ჯიშის მცენარეები გაანადგურეს
მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფი გაანდგურეს [Photo]
წელს მეორე სკოლასთან ჩასასვლელი მოკლე გზა მოწესრიგდება
ახალციხეში სკოლის აფეთქება სცადეს?
მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე