FM97.5 / LIVE

ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი, SK TV 19.07.2019
სოფელს შოყა ჰქვია. მთის ძირშია გაშენებული და ზემოდან გადმოჰყურებს ციხე, რომელსაც „ოქროს ციხეს“ ეძახიან. სოფელში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შოყაში არ აქვთ მაღაზია, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი...

ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი შოყა იმერლებით დასახლებული სოფელია. სოფელში 30 კომლია. აქ ცხოვრობენ კაპანაძეები, შუბითიძეები, ტეფნაძეები, ხარაიშვილები, რიკაძეები, პეტრიაშვილები, გაფრინდაშვილები, ფანჩვიძეები...

სოფელი ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს და ადიგენიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. სოფლამდე საავტომობილო გზაა.

მიჰყვები მიხვეულ–მოხვეულ გზას; ჯერ ციხეს ხედავ, მერე სახლის სახურავებს და შოყაშიც მისულხარ.

შოყის ცოდნის კერა


სოფელ შოყაში ოთხკლასიანი სკოლაა, ოთხი მოსწავლით. სკოლის ერთსართულიანი შენობა ღობის გარეშეა. ერთ მხარეს შემორჩენილი ნახევრად წაქცეული რამდენიმე ფიცრით მიხვდები, რომ ერთ დროს, სკოლას გარს ღობე ერტყა.

სკოლის საპირფარეშოც სავალალო მდგომარეობაშია. ერთ ტუალეტს კარიც არ აქვს.

სკოლაში, არც შენობასა და არც ეზოში წყალი შეყვანილი არ არის.

როგორც სკოლის დამლაგებელმა ფატი ხარაიშვილმა გვითხრა, წყალი სახლიდან მიაქვს: „უმივალნიკი“ დგას და ბავშვები ხელებს იქ იბანენ: "წყალს მე ვეზიდები ყოველდღიურად".

აქაურობა მიტოვებულ ადგილს უფრო ჰგავს, ვიდრე სკოლის ეზოს.

ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]

„ხელმოკლე გლეხი“

შოყაში მოსახლეობა ამბობს, რომ გაჭირვებით ცხოვრობს.

„ხელმოკლედ ცხოვრობს გლეხი. მოსავალს ხან ჭრაქი აფუჭებს, ხან გვალვა, ხან სეტყვა. აქ ცხოვრება ძნელია. ქალაქში ადვილად იშოვნი სამსახურს“, – ამბობს ადგილობრივი გიორგი პეტრიაშვილი.

სოფელ შოყას მკვიდრი, 65 წლის ავთო ბასილიძე ფიქრობს, რომ გაჭირვებულ გლეხს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

„გვჭირდება კრედიტი – გლეხმა ან საქონელი რო იყიდოს, ან რაცხა. კრედიტს რომ მომცემ, უნდა დამაცადო, ამომასუნთქო, დევიწყო რამის გაკეთება, ავაწყო საქმე, ევიდგა წელი. ერთ თვეში რომ მთხოვ ფულს, ასე უცებ რომ მქონდეს, რად მინდა შენი კრედიტი. კრედიტს ახლა, რამდენსაც გინდა, მომცემენ, მარა ვერ გადევიხდი და გამიყიდიან სახლს. სახელმწიფომ უნდა მოგვცეს მრავალწლიანი კრედიტი, საქმის აწყობის შემდეგ, თუნდაც ორი წლის მერე რო დევიწყო გადახდა“, – გვითხრა ავთო ბასილიძემ.

ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]

სოფელში არ არის სამედიცინო პუნქტი, აქ არ დადის ექიმიც.

„აგერ ახლა, ორი კვირაც არაა გასული, გულის შეტევა ჰქონდა კაცს. სასწრაფო დროულად კი წამოვიდა, მაგრამ შორს ვართ გზიდან და სანამ მოვიდა, კაცი დაიღუპა. სოფელში უნდა გამოგვიყონ ექიმი. ადრე იყო ფხეროშიც სამედიცინო პუნქტი, ახლა არაფერი არაა. ვართ ასე საცოდავად მიგდებული“, – ამბობს ლეილა შუბითიძე.

თამარ პეტრიაშვილი საბავშვო ბაღის არქონაზე ჩივის: „ადრე დიდი პრობლემა გვქონდა – გზა არ იყო. ახლა გზას აკეთებენ და მადლობა ყველას დიდი. თუმცა სოფელში პრობლემებს რა გამოლევს – საბავშვო ბაღი გვინდა“.

82 წლის მარიამ რიკაძე ახალგაზრდების დაუსაქმებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შოყა ყოველმხრივ მიტოვებული სოფელია და „პატრონი, კაცი არ არის. ახალგაზრდები ვერაფერს შოულობენ, არიან საცოდავად. ხან იქ მიდიან, ხან იქ მიდიან, ხოდა არიან წყალწაღებულადა“.



სოფელ შოყას ზემოდან „ოქროს ციხე“ დაჰყურებს. ციხეს თავი ოქროსი ჰქონდაო, ამბობენ და ციხის სახელწოდებაც აქედან მოდის.

ადგილობრივი ციური ფანჩვიძე გვიამბობს, რომ სოფელს შოყა იმერლების ჩამოსახლებამდე ერქვა: „სახელის შეცვლა არ შეგვეძლო.
ვცხოვრობთ ამ პატარა სოფელში, ვმუშაობთ მიწაზე. მოგვყავს მოსავალი – კარტოფილი კომბოსტო. ვირჩენთ იმითი თავს".

„ციხე აშენებულია თამარ მეფის მეფობის დროს. მტერი რომ შემოესეოდა, ციხეზე ცეცხლს ანთებდნენ. იქვეა თამარ მეფის წყალი. ციხესთან ახლოს არის ძველი თონე. ბევრი შემოსევა იყო და ბევრი ომი. ახლა ნანგრევებია. აპირებენ რესტავრაციას და თუ გააკეთეს, კარგია. ახლა გზებს აკეთებენ და ასეთი გზა მოსახლეობას არ ახსოვს“, – საუბრობს ციური ფანჩვიძე.



[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

შოყა – იმერული სოფელი მესხეთში [ფოტორეპორტაჟი]
სკოლა წყლის გარეშე
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სოფელი მთაში [ფოტო]
,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი