FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 18.07.2019
ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღეს, 18 ივლისს მეორე სესიად გამოცდა მაგისტრანტებისთვის ჩატარდა. რეგისტრირებული 62 აპლიკანტიდან, შვიდი არ გამოცხადდა.

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა

მაგისტრანტობის მსურველებმა გამოცდა, ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობში, B–ტიპის ტესტი ჩააბარეს. გამოცდაზე რეგისტრაცია 15:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 16:00 საათზე დაიწყო.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთი იყო.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის თქმით, საგამოცდო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებულია სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა, ამ სამიდან, გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 % - იანი დაფინანსება გაიცემა.

წელს, მთლიანად საქართველოში, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; გამოცდები 24 ივლისს დასრულდება.

მაგისტრანტებს კიდევ ოთხი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი.

22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა
კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
9 ივლისიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება
აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ
აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
მაგისტრანტები გამოცდებს ხვალ დაასრულებენ
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია