FM97.5 / LIVE

ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.07.2019
ასპინძის სოფელ ორგორაში სკოლა ხანძრიდან შვიდი წლის შემდეგ, ადიგენის სოფელ ღორთუბანში კი ოთხი წლის შემდეგ აშენდება. თითოეული სკოლის საპროექტო დოკუმენტებისა და მის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 279 750 ლარია გამოყოფილი.

ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება

ორგორასა და ღორთუბანში სკოლების აშენებამდე საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რომლის საფუძველზეც ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობასაც უზრუნველყოფს. ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს. თითოეული სკოლისთვის 1 279 750 ლარი განისაზღვრა.

დოკუმენტების მიხედვით, სატენდერო მოთხოვნები ორივე სკოლისთვის ზუსტად იდენტურია. ორივე მათგანი 60 მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ სივრცეებს მოიცავდეს:

• სასწავლო კორპუსი:

- რვა საკლასო ოთახი და ერთი კლასლაბორატორია;
- სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
- ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის;
- ბუფეტი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.

• ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი;
• საინჟინრო შენობა-ნაგებობები.


ტენდერი 17 ივლისს გამოცხადაა, წინადადებების მიღება კი 14 აგვისტოს დასრულდება.

ასპინძის სოფელ ორგორაში, საჯარო სკოლა 2012 წლის დეკემბერში დაიწვა. ცეცხლი შენობას ღამის საათებში მოედო, ამიტომ შემთხვევისგან არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა ინვენტარი. სკოლაში 85 ბავშვი სწავლობდა. სკოლის დაწვის შემდეგ, მოსწავლეების ნაწილი სასწავლებლად მეზობელი სოფლების სკოლებში გადავიდა, უმეტესობა კი - ასპინძის სკოლაში.

რაც შეეხება ადიგენის სოფელ ღორთუბნის სკოლას, აქ ხის შენობა 2008 წელს აშენდა, 2015 წლის 11 ივნისს, გამთენიისას კი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობდა. ისინი სამი სოფლიდან: ღორთუბნიდან, აფიეთიდან და ზედუბნიდან დადიოდნენ. ხანძრის შემდეგ მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესი ჯერ კერძო პირის სახლში განაგრძეს, შემდეგ კი, სოფელ ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში.

ამავე თემებზე ნახეთ მასალები:

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]

ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ

სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია

ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება