FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2019
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები, საფეხმავლო ბილიკთან არსებული ხის ავარიული ბოძის შესახებ ჩივიან. მათი თქმით, ბოძი უკვე დაფუტუროვებულია და ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ

ხის ავარიული ბოძი, ზარზმელის ქუჩის ასასვლელში, საფეხმავლო ბილიკთან დგას. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაძლებელია ბოძი გადაბრუნდეს და ვინმე მოიყოლოს, ამიტომ მისი შეცვლა აუცილებელია.

„გზის პირია, ბოძი კი დაფუტუროებულია. ნებიმისმიერ წამს შეიძლება ჩამოვარდეს. იქნებ მოგვხედოს ვინმემ?! მარტო მე არ მაწუხებს ეს, მთელი უბანი ამ გზაზე დადის,“ - გვეუბნება ზარზმელის ქუჩის მცხოვრები მაყვალა ივანიძე.

ელექტრო ენერგიის ბოძის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი „ენეგრო-პრო ჯორჯიაა“. კომპანიის ადიგენი-ახალციხის სერვის-ცენტრში ამბობენ, რომ ქალაქში დაზიანებული ანძების რეაბილიტაცია მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად ზარზმელის ქუჩაზე მდებარე ბოძთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„ასე კონკრეტულად არ ვიცით, შემოდის განცხადება, მივდივართ და ვაკეთებთ. მე კაბინეტში ვზივარ და სად რა დამპალია, ზუსტად ვერ გეტყვით, ვეყრდნობი მხოლოდ განცხადებებს. როგორც კი რაიმე განცხადება შემოვა დაზიანებულ ანძებთან დაკავშირებით, კომისია მიდის, ამოწმებს და ხდება რეაბილიტაცია ან შეცვლა“, - ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალციხისა და ადიგენის სერვის-ცენტრის უფროსი ზურა მამუკაშვილი.

ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ

[რობი ზარიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ხანძარი ზარზმელის ქუჩაზე [Photos]
ზარზმელის ქუჩაზე სანიაღვრე არხებს ანახლებენ
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს