FM97.5 / LIVE

ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 18.07.2019
ასპინძაში, 53 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყებას კი, ამ დრომდე, მკვლელობის იარაღი არ უპოვნია.

ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 18 ივლისს იმსჯელეს.

სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ მამუკა ქომოშვილის თქმით, მოწმეები, რომლებიც დაიკითხებიან, ბრალდებულის ახლობლები არიან და შესაძლოა, მათზე ზეწოლა მოახდინოს. გარდა ამისა, სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფოს საზღვრები ბ.გ–მ არაერთხელ დატოვა, ამიტომ შესაძლებელია გამოძიებას მიემალოს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა, მკვლელობის იარაღი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ცივი იარაღის გადაგდებით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს ხელი შეუშალა მტკიცებულებების მოპოვებაში. ამიტომ, თუ პატიმრობაში არ იქნება, შესაძლოა, არც ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა სხდომაზე მამუკა ქომოშვილმა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნებსაც ელოდებიან, თუმცა, ქომოშვილის თქმით, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ცივი იარაღისგან 10–მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც, რადგან ტარიელ ბალაბანიშვილის თქმით, ბრალდებულს არანაირი სახის ქონება არ გააჩნია და ვერანაირ გირაოს ვერ გადაიხდის.

ასპინძაში მკვლელობა 15 ივლისს ღამით მოხდა. 48 წლის ბ.გ.-მ 53 წლის ბ.მ. ცივი იარაღით მოკლა. სამართალდამცველებს ბ.გ. თავად ჩაბარდა. შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა