FM97.5 / LIVE

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე

მთავარისიახლე 18.07.2019
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ამით, ქიბარ ხალვაშს ეძლევა შესაძლებლობა, რომ რუსთავი 2-ის წილები დღესვე გადაიფორმოს, რადგან აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმის გაუქმება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ რუსთავი 2-ს ნიკა გვარამიას ნაცვლად მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და, ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია", — აცხადებს ქიბარ ხალვაში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი ნიკა გავრამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის აპელაციის უფლებაც თავად სასამართლომ დატოვა.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია – არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა ეს. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს – გადაწყვტილება წარმოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში. ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი – დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას. ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
'რუსთავი 2-ის' ჟურნალისტების შეთავაზებაზე საბჭო შექმნილიყო, ხალვაშმა უარი თქვა
‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია
„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა