FM97.5 / LIVE

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2019
ექვსი ქრონიკული დაავადებისთვის, 35 დასახელების მედიკამენტს შშმ პირები, პენსიონრები და სოციალურად დაუცველები ერთ ლარად შეიძენენ. გთავაზობთ კონკრეტული მედიკამენტების ჩამონათვალს.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის სულ 19 დასახელების მედიკამენტის ერთ ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

დიაბეტისთვის შეღავათი სამი სახეობის მედიკამენტზე ვრცელდება – მეტფორმინი, გლიმეპირიდი და გლიკლაზიდი.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ, ცვლილებები ორი დასახელების მედიკამენტს ეხება, ესენია: თიამაზოლი და ლევოთიროქსინი.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

ფილტვის დაავადების სამკურნალოდ, ხუთი დასახელების მედიკამენტის შეძენაა შესაძლებელი.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

პარკინსონისთვის – ლევოდოპა –კარბიდოპა და ლევოდოპა ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

რაც შეეხება ეპილეფსიას, მოწყვლადი ჯგუფები ოთხი დასახელების მედიკამენტს შეიძენენ.

რომელი წამლების შეძენაა შესაძლებელი ერთ ლარად

ვინ არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე?

• პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;

- მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები).
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;
- ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები.


პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები.
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება.

როგორ ფინანსდება პრეპარატები?

- სოციალურად დაუცველი პირები (100 000 ქულაზე ნაკლები), საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები მედიკამენტებს იღებენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

- მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;
- ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;
- ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);
- რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი - სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;
- მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;
- დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება
შშმ პირები და პენსიონერები წამლების შეძენას ერთ ლარად შეძლებენ
ანტივირუსული მედიკამენტი 'ტამიფლუ' ყველასთვის უფასო გახდება
ექიმი გვირჩევს: ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გაიაფებული პრეპარატები
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები მედიკამენტებს ფასდაკლებით მიიღებენ