FM97.5 / LIVE

საქველმოქმედო აქცია მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად

მთავარისაზოგადოება 19.09.2013
27 სექტემბერს ახალციხელ მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. 21 წლის ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, ღონისძიებიდან შემოსული თანხა მის მკურნალობას მოხმარდება.

საქველმოქმედო აქცია მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად
მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში 18:00 საათზეა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ. ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯგუფი „სეიშენი“, გიორგი დათიაშვილი, „ძვალი“, „კაბუ“, „კენტი“, „მასტერი“ და სხვა ქართველი მომღერლები კონცერტს მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად გამართავენ.

„მამუკას ბავშვობიდან ვიცნობ, მისი მეგობრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კონცერტის გაკეთება უნდოდათ და ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. მე რა თქმა უნდა დავთანხმდი, ამ აქციაში ჩართული არიან მისი მეგობრები, სტუდენტები, ახლობლები და ყველა ამ ადამიანზე ვისაც გული შესტკივა“, - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი დიმა ძნელაძე.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროში ბილეთები უკვე იყიდება, ერთი ბილეთის ფასი 10 ლარია. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მამუკა გვირჯიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება. მას ოპერაცია საზღვარგარეთ უნდა გაუკეთდეს და ამისთვის დაახლოებით 60 000 ლარი სჭირდება.

„ოპერაცია გერმანიაში უნდა გაუკეთდეს და ვცდილობთ ეს თანხა როგორმე შევაგროვოთ. გარდა ახალციხისა, საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას თბილისშიც ვაპირებთ“, - ამბობს დიმა ძნელაძე.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ და რადიო „ფორტუნა პლუსი“.

მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზეცაა შესაძლებელი:

საქართველოს ბანკი: GE49BG0000000340554900

პრივატ ბანკი: GE09TP0036010940803907

ლიბერთი ბანკი: GE66LB0711130666817000

ასევე, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 0901700045 ზარის ღირებულება 1 ლარი.


[თამარ თოთაძე, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გაიმართება
საქველმოქმედო სპექტაკლი ახალციხეში
სოსო მელიქიძის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება
ბარბარე ძინძიბაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
24 ნოემბერს მესხეთის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება