FM97.5 / LIVE

ანას სკოლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2019
დგას 1870 წელი. რაბათში, ნაქირავებ ბინაში, ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი ქალთა უფასო სკოლას ხსნის. გაისად, ამ სკოლის დაარსებიდან 150 წელი შესრულდება.

ანას სკოლა

ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი დაიბადა 1842 წელს, ქალაქ ქუთაისში. მან განათლება „წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში“ მიიღო.

ახალციხეში მისი მოღვაწეობა განაპირობა იმან, რომ ანას მეუღლე მ. მუსხელიშვილი ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე – გენრალი გახლდათ.

ქუთაისიდან ახლციხეში გადმოსულმა ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილმა ქალთა სკოლა 1870 წლის ოთხ აპრილს დაარსა, ერთი კლასი (სამწლიანი სწავლებით). სკოლაში მეცადინეობა პირველ მაისს დაიწყო.

რაბათის ქალთა სკოლის „წმინდა პედაგოგიურ გეგმაზე აშენებული და ჩინებულად წარმართული საქმიანობის“ შესახებ ქართველ საზოგადოებას ჟურნალმა „განათლებამ“ ამცნო.

ქალთა სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ახალციხის უღარიბეს ფენას მიეკუთვნებოდა. ამიტომ სასწავლებელში სწავლა უფასო იყო, სკოლის ხარჯები კი ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილმა იკისრა.

ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი თავდაპირველად გოგონებს თავად ასწავლიდა, ხოლო შემდეგ თბილისიდან მოიწვია ორი მასწავლებელი, როგორც ქართულ–რუსული წერა–კითხვის, ისე ქსოვისა და ქარგვის შესასწავლად. სკოლაში, ასევე, აუცილებელ საგნად ითვლებოდა საღვთო სჯული.

სასწავლებელი წელიწადში 60–მდე მოსწავლეს ამზადებდა. სკოლას ყოველწლიურ ნივთიერ დახმარებას უწევდა იმდროინდელი ქალაქის გამგეობა – 3000 მანეთით.

რაბათის ქალთა სკოლა 50 წლის განმავლობაში იყო განათლების კერა, სადაც მესხი გოგონები მშობლიურ ენაზე ღებულობდნენ განათლებას.

სკოლაში სწავლობდნენ ქართველები – როგორც მართლმადიდებლები, ასევე კათოლიკები, მაჰმადიანები, რუსები, ებრაელები, ბერძნები.

1902 წელს რაბათის ქალთა სკოლა დაუმთავრებია 17 გოგონას. მათ შორის 12 ყოფილა ქართველი კათოლიკე, ერთი ბერძენი, ერთი მაჰმადიანი და სამი რუსი.

ახალციხის ქალთა სკოლის დაარსებიდან ერთი წლისთავზე, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატიით საზოგადოება გაეცნო სასწავლებლის მოსწავლეთა პირველ შედეგებს: „ქართული წერა და კითხვა კარგად უსწავლიათ, ართიმეტიკა და სხვადასხვა გეოგრაფიული ფიგურებიც რიგიანად იციან. უფროს განყოფილებას „ბუნების კარიც“ გაუთავებია და საფუძვლიანად უსწავლიათ“.

„აღნიშნულ სკოლის ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან უდიდესი როლი შეასრულა მესხეთში ქალთა განათლების საქმეში“, – წერს ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი.

სკოლის დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგ, ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი ახალციხეს ტოვებს, თუმცა 1885 წელს ის კვლავ უკან ბრუნდება და აქტიურადაა ჩაბმული სკოლის საქმეებსა და ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში.
1890 წელს ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი მძიმე სენით გარდაიცვალა.

კონკრეტულად რომელ სახლში იყო განთავსებული149 წლის წინათ ქალთა სკოლა, ვერ მოვიძიეთ. სავარაუდოდ, რაბათის ცენტრში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვითხრეს ისტორიკოსებმა. ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილის გარდაცვალებაზე პანაშვიდიც სწორედ ამ ტაძარში იქნა გადახდილი.

რაბათის ქალთა სასწავლებლის აღზრდილთა შორის ბევრი წარმატებული ქალი იყო. „სამხრეთის კარიბჭე“ ეტაპობრივად მათ ისტორიებსაც გაგაცნობთ.

მასალა მომზადებულია ნატო ყრუაშვილის წიგნის „ქალთა კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე–ჯავახეთში“ მიხედვით.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალთა სკოლა ახალციხეში
ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე
ქალთა ჩემპიონატი ფრენბურთში
ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა
'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'