FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა

მთავარისიახლე, განათლება 17.07.2019
დღეს, 17 ივლისს, მეორე სესიაზე ტესტირება მაგისტრანტობის მსურველებმა გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 62 პრეტენდენტიდან შვიდი არ გამოცხადდა.

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა

ახალციხის საგამოცდო ცენტრში სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში მიმდინარეობს. აქ მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 16:00 საათზე. აპლიკანტები B ტიპის ტესტს აბარებენ.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია.

გასული წლის მსგავსად, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებულია სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 % - იანი დაფინანსება გაიცემა.

წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; გამოცდები 24 ივლისს დასრულდება.

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგს:

18 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B);
22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა
9 ივლისიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება
აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ
მაგისტრანტები გამოცდებს ხვალ დაასრულებენ
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია