FM97.5 / LIVE

'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი

მთავარისიახლე, სამართალი 17.07.2019
რაიონულმა სასამართლომ ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ვეფხვია სამსონიძის სარჩელი განიხილა. იგი სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სამსონიძის ადვოკატებმა მოსამართლეს ორი შუამდგომლობით მიმართეს.

'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი

დღეს, 17 ივლისს, ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის, გათბობა-გაგრილების სისტემის სპეციალისტის, ვეფხვია სამსონიძის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მისმა ადვოკატებმა სამსონიძის გათავისფულების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.

მათი თქმით, სამსონიძის გათავისუფლების დღეს ანუ 2019 წლის 5 აპრილს, ციხის ადმინისტრაციამ ახალი ბრძანება გამოსცა, სადაც თანამშრომლების მხრიდან დამატებით კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამიტომ ადვოკატმა ეკა აბაშიძემ ბრძანების ჟურნალის ამონაწერი და ციხის დირექტორის, დავით ტაბატაძის განათლების დამადასტურებელი საბუთი მოითხოვა. „როცა დამატებით პირობებს ითხოვ, დამსაქმებელი, პირველ რიგში, თავად უნდა აკმაყოფილებდე ამ პირობებს“, – განმარტა აბაშიძემ.

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე კი მოპასუხე მხარეს უარი არ უთქვამს.

მეორე შუამდგომლობით, ადვოკატებმა საადვოკატო მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საქმეზე დართვა მოითხოვეს. მათი თქმით, თუ პროცესს მოიგებენ, ვეფხვია სამსონიძის ადვოკატების მომსახურების ხარჯი, თავად ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უნდა აანაზღაუროს.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესზე ვეფხვია სამსონიძემ აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება პირადი კონფლიქტის საფუძველზე მოხდა.

„დამიძახა დირექტორმა და მითხრა – კრამიტი, რომელიც მოიტანეს, დატვირთეო. მე ამაში შევეწინააღმდეგე, იმიტო9ჯმ, რომ ჩემი საქმე ეგ არ იყო. როცა მათავისუფლებდა, მიზეზად ის დამისახელა, რომ ვეკამათე“, – ამბობს სამსონიძე.

ეს ფაქტი არ უარყო დავით ტაბატაძემ. მისი თქმით, როდესაც კრამიტი დასატვირთად მოიტანეს, სამსონიძემ სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა.

„პრეტენზია გამოთქვა, რომ არ დატვირთავდა. დამტვრეულია და მაგის გადარჩევას არ ვაპირებო. ამიტომ ვუთხარი, შენი სანტექნიკოსის შტატი აღარ იქნება-მეთქი. მოგვიანებით, გაერთიანდა შტატები, რომელსაც სხვადასხვა საქმე დაევალა. რაიმე პირადი კონფლიქტი არ გვქონია“, – ამბობს ტაბატაძე.

მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ, კადრების ოპტიმიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სეზონური სამსახური შესთავაზეს. ზოგი მათგანი დაბრუნდა, თუმცა სამსონიძემ უარი განაცხადა.

„ოპტიმიზაცია – თვითონ სიტყვა როგორ ესმით. რატომ, ან როგორ უნდა ჩაატარონ, საინტერსოა, თუ იციან. მაშინ სხვანაირად უნდა დალაპარაკებოდნენ ვეფხვიას. იგი ციხეზე დაინიშნა 2012 წლიდან და მუშაობდა უწყვეტად. მისი გათავისუფლება საქართველოს ორგანული კანონის იგნორირებაა. თუ პირთან, 30 თვის განმავლობაში, ზედიზედ იდება ხელშეკრულება, ეს უვადო ხელშეკრულებაა“, – ამბობს სამსონიძის ადვოკატი.

შემდეგი პროცესი ექვს აგვისტოს ჩაინიშნა.

მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებლი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
მაისურაძე, სამსონიძე,  გიქოშვილი – ყოფილი თანამშრომლები ახალციხის ციხის  წინააღმდეგ
ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ