FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2019
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ის თანამშრომლების შესარჩევად, გასაუბრება სამ ნაწილად მიმდინარეობს. კონკურსანტები კომისიის წინაშე, რეგიონის ტურისტული განვითარების საკუთარი ხედვის შესახებ საუბრობენ.

ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს

„დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის“ თანამშრომლების შესარჩევად, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ შენობაში გასაუბრება დღეს, 17 ივლისს გაიმართა.

გამოცხადებული სამი ვაკანტური ადგილის შესაბამისად, გასაუბრების პროცესიც სამ ნაწილად დაიგეგმა. პირველ ეტაპზე, კომისიის წინაშე, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველები წარსდგნენ.

რვა რეგისტრირებული კონკურსანტიდან, გასაუბრებაზე ექვსი გამოცხადდა. პირველი კომისიის წინაშე 25 წლის გიორგი გელაძე წარსდგა.

„აქ იმიტომ მოვედი, რომ გამოვიყენო ჩემი ცოდნა და გამოვადგე რეგიონს ტურიზმის განვითარებაში. თუ ამიყვანენ, ვიმუშავებ იმაზე, რომ სამთავრობო და ბიზნეს სექტორი ერთმანეთთან დავაკავშირო“, - განმარტა გიორგიმ.

გასაუბრებაზე, კონკურსანტებმა ძირითადი აქცენტი, აგროტურიზმისა და რეგიონში ნაკლებად ცნობადი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გააკეთეს.

„ექვსიდან სამი განსაკუთრებით მომეწონა, თუმცა დირექტორის პოზიციისთვის რამდენად არიან შესაფერისი, ძნელი სათქმელია. გვაქვს ქულების სისტემა, სადაც კონკურსანტები სხვადასხვა კომპეტენციებით შეფასდებიან და, 70%–ის გადალახვის შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დავიბარებთ", - ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე.

შესარჩევ კომისიაში, მასთან ერთად, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან თითო წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გასაუბრების მეორე ნაწილი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე დარეგისტრირებული პირებისთვის გაიმართა. აქ 12 რეგისტრირებული აპლიკანტიდან, მხოლოდ 8 გამოცხადდა.

მესამე ნაწილში საკუთარ ხედვას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობის კანდიდატები წარმოადგენენ.

გასაუბრების ეტაპი, ადმინისტრაციულ შენობაში 11:00 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა [16:30].

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება
სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ააიპ–ი იქმნება