FM97.5 / LIVE

'აბის' სამი ქუჩა გარე განათებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2019
ახალციხეში, "აბის დასახლებაში" არსებული გორის, ქუთაისისა და ერევნის ქუჩების მცხოვრებლები გარე განათების, საკანალიზაციო და სარწყავი წყლის სისტემის შესახებ ჩივიან. ამ სამი ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზაც ავარიულია.

'აბის' სამი ქუჩა გარე განათებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა

ახალციხეში აბის დასახლება სოფელ საძელის მხარესაა. მოსახლეობა აქ ღამე ფანრებითა და ჯოხებით გადაადგილდება. ეს იმიტომ, რომ დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლა სახლამდე ბნელ ქუჩაში უწევთ.

„გვინდა, ქუთაისის ქუჩაზე გარე განათება გვქონდეს. ღამე რომ მოვდივართ, შიშში და ფეთებაში ვართ, ძაღლი არ დაგვხვდეს. ხშირად ფანრით დავდივართ“, – ამბობს ქუთაისის N20–ის მკვიდრი ფიქრია ხაჩიძე.

პრობლემის შესახებ საუბრობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ლამზირა გზირიშვილიც: „გარე განათების არარსებობა ძალიან დიდი პრობლემაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ გადაადგილება გართულებულია. ზოგადად, 21:00 საათის შემდეგ, ფეხით სიარულიც ძალაინ საშიშია, რადგან ძაღლები დადიან, თან - ძალიან ბევრი“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობა გარე განათების მოწესრიგებას უკვე წლებია პირდება, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.

„გვპირდებიან, უნდა გავაკეთოთო და აქმდე ჩვენი მშველელი არავინაა“, – ამბობს ერევნის ქუჩის მცხოვრები ეთერ ცხოვრებაშვილი.

ამავე დასახლებაში კიდევ ერთი პრობლემა სავაჭრო ობიექტის არ არსებობაა, რის გამოც, მოსახლეობა მეზობელ „მარდის“ დასახლებაში ან ქალაქის ცენტრალურ უბანში მიდის.

გორის ქუჩის N31 მკვიდრის ანა ცხოვრებაშვილის თქმით, გარე განათების არარსებობის გამო, ხშირად საღამოს მაღაზიაში წასვლაზე უარს ამბობს: „მარდის მაღაზიაში ხშირად პროდუქტი არ აქვთ ან ძალიან ძვირია და საღამოს ქალაქში ჩასვლა მეშინია, იმიტომ, რომ უკანა გზაზე სინათლე არ დამხვდება“.

მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ, რომ აქ, გარე განათებასთან ერთად, საქალაქო ტრანსპორტიც იქნებოდა: „მატყუებენ! საქალაქო ტრანსპორტი მითხრეს – არ დანიშნეს, განათებული ქუჩა მინდოდა და არც ის გამიკეთეს“.

გარე განათების გარდა, ანას საკანალიზაციო სისტემის არარსებობაც აწუხებს: „ბაღის თავზე მაქვს ტუალეტი. მარტოხელა მოხუცი ვარ, ძალიან მიჭირს ასვლა წვიმაში, თოვლში, ღამე. ჩვენი მომხედი არავინაა“.

გორის ქუჩის მაცხოვრებლების გარდა, საკანალიზაციო სისტემა არც მის მეზობელ – ქუთაისისა და ერევნის ქუჩებზეა. ქუჩების პარალელურად, ხეობაში, პატარა მდინარე ჩამოედინება, რომელზეც მოსახლეობის ნაწილს საკუთარი საკანალიზაციო მილები აქვთ დაერთებული; ზოგი კი, სახლის ეზოში ამოთხრილი „ჩეჩმებით“ სარგებლობს.

„აქვეა მდინარე, რომელსაც ღელეს ვუძახით და ჩვენი საკანალიზაციო მილები იქაა მიერთებული“, – გვითხრა ერევნის N2–ში მცხოვრებმა აზა ზედგინიძემ.

„საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სერვის-ცენტრის უფროსის, ბესო ფილაურის განმარტებით, ამ ეტაპისათვის, აბის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაგეგმილი არ არის.

„ამ ეტაპზე, რაც გვაქვს დაგეგმილი, ის უნდა დავამთავროთ. მოვინიშნე ეს ქუჩები და აუცილებლად გავარკვევ, რატომ არ ჰქონდათ აქამდე ამ ქუჩებს საკანალიზაციო სისტემა“, – გვითხრა ბესო ფილაურმა.

'აბის' სამი ქუჩა გარე განათებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა

საკანალიზაციო სისტემის არარსებობასთან ერთად, ერევნის ქუჩის მცხოვრებლებს შიდა გზის პრობლემაც აქვთ. მათი განმარტებით, წყალმომარაგების კომპანიამ დაგებული ასფალტის საფარი ორ ადგილას გაჭრა და ამ დრომდე არ აღუდგენია.

წვიმიან ამინდში წყალს ქვიშა ქუჩაზე ჩამოაქვს. სამაგიეროდ, მოსახლეობა წვიმის წყალს სარწყავად აგროვებს. მათი თქმთ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სარწყავი წყალი არ აქვთ.

„წყალი დილით ერთი საათი მოდის, საღამოს კი, საერთოდ არ გვაქვს; როცა ხშირი წვიმებია, 2-3 საათი მოგვეწოდება“, – გვეუბნება ერევნის N2–ში მცხოვრები აზა ზედგინიძე.

„სანამ ავზს ავავსებთ, წყალი წყდება. კასრებით წვიმის წყალს ვინახავთ, სარწყავად“, – გვეუბნება გორის N2–ის მაცხოვრებელი თინა ყურმაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ გარე განათების პროექტი მზადაა და ამ ეტაპზე, ექსპერტიზას გადის. რაც შეეხება საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას, „მერია მუშაობს სამარშრუტო ხაზის დამატებაზე და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.

'აბის' სამი ქუჩა გარე განათებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეასამი ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
‘თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან’–აბში დახმარებას ითხოვენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
ვარძიის ქუჩაზე  გარე განათებისა და კიბის მოწყობას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ