FM97.5 / LIVE

‘ტაოელები’ სერთიფიცირებული მწვრთნელობისთვის ემზადებიან ®

მთავარისიახლე, საზოგადოება, რეკლამა 17.07.2019
„ტაოს“ მოთამაშეებს მწვრთნელთა მეორე დონის სემინარები უტარდებათ. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სერტიფიცირებული მწვრთნელები, ვარჯიშების ჩატარებას 15–18 წლის ახალგაზრდებთანაც შეძლებენ. სასწავლო კურსის მიზნებსა და „ტაოელი მწვრთნელების“ პოტენციალზე ვესაუბრებით რაგბის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელს, გიორგი ჭუმბურიძეს.

‘ტაოელები’ სერთიფიცირებული მწვრთნელობისთვის ემზადებიან ®

რა არის სამცხე–ჯავახეთში თქვენი ვიზიტის მიზეზი?

ასპინძის სარაგბო ბაზაზე ჩამოვედი „რაგბის განვითარების ჯგუფის“ კიდევ სამ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მოსფლიო რაგბის მიერ სერთიფიცირებული „ედუკატორები“ არიან, ანუ მწვრთნელთა მასწავლებლები. ასპინძაში ვიზიტის მიზანია „ტაოს“ მოთამაშეებს ჩავუტაროთ მწვრთნელთა მეორე დონის სასერტიფიკატო სემინარები. კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სემინარის მონაწილეები მეორე დონის მწვრთნელობის სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც უფლებას მისცემს მათ, რაგბში სამწვრთნელო ვარჯიშები ჩაატარონ ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში, 15–18 წლის ახალგაზრდებთან.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ სემინარებს „ტაოელებისთვის“ და, საერთოდ, რეგიონისთვის?

მას შემდეგ, რაც სერტიფიკატებს აიღებენ, ეს ბიჭები „დაიფანტებიან“ სოფლებში; იქ მოძებნიან ნიჭიერ ახალგაზრდობას; ადგილზე შექმნიან ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებს და იქიდან წამოსული საუკეთესო შევსება მოვა „ტაო“–ში. დღეს ასე ხდება და მომავალშიც, მგონი, დიდ წარმატებას მოიტანს.

თავად ეს სემინარები და ადგილობრივი მოთამაშეების სამწვრთნელო სერტიფიცირებაც, სწორად შერჩეული სტრატეგიაა, რადგან ისინი კარგად იცნობენ თავიანთ რეგიონს, ახალგაზრდებს და აქედან გამომდინარე, მათთვის უფრო ადვილი იქნება კარგი შედეგების მიღწევა.

აქვე, მომავალ თაობას მინდა, ვუთხრა, რომ სულ მალე, მათ ეყოლებათ ძალიან კარგი და კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც სწორ სარაგბო აღზრდას მისცემენ მათ.

რას გვეტყვით გუნდის შესახებ, როგორ შეაფასებდით მისი განვითარების პერსპექტივას?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გუნდის განვითარების სტრატეგია სწორად არის შერჩეული. მხედველობაში მაქვს ის, რომ მორაგბეთა გაფანტვა და პატარ–პატარა მუნიციპალური გუნდები კი არა, ერთი რეგიონული კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც თავს იყრის რეგიონის ყველა ნიჭიერი და კარგი მორაგბე. რა თქმა უნდა, მომავალში, როცა მორაგბეთა რაოდენობა გაიზრდება, ასევე გაიზრდება სარაგბო ბაზების რაოდენობაც სამცხე–ჯავახეთში და კიდევ ჩამოყალიბდება ძლიერი კლუბები, რომლებიც არა მხოლოდ პირველ ლიგაში, არამედ უმაღლეს ლიგაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონკრეტულად ეს გუნდი შარშან მეოთხე იყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში და წელს ყველა შანსი აქვს(უკვე ორჯერ ვნახე მათი თამაში) უფრო მაღალი ადგილი დაიკავოს საქართველოს ჩემპიონატში.

რას იტყვით რეგიონის სპორტულ პოტენციალზე?

სლოგანი, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“, მე ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ასი პროცენტით სიმართლეს შეეფერება. ეს – „ჩვენი თამაშია“ – გულისხმობს მთელ საქართველოს და, რა თქმა უნდა, მოიცავს სამცხე–ჯავახეთსაც. რეგიონს პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. როგორც აღვნიშნე, „ტაო“ ადგილობრივი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ის კარგი შედეგი, რომელზეც მოგახსენეთ, სწორედ აქ გაზრდილი მორაგბეების დამსახურებაა. აქედან წამოსული ბიჭები უკვე ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ და მიმაჩნია, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ეროვნულ ნაკრებსაც დაამშვენებს „ტაოდან“ წამოსული მორაგბეების თამაში.

და ბოლოს, „რაგბის განვითარების ჯგუფის“ მიზნებზე და ამოცანებზე რომ გვითხრათ...

რაგბის განვითარების ჯგუფის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სხვადასხვა დონის მწვრთნელთა მომზადებით. ასევე, ჩვენი კომპეტენციაა ბავშვთა რაგბის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და ბავშვთა სარაგბო ფესტივალების ორგანიზება. ასპინძის რაგბის ბაზაზეც ხშირად იმართება მსგავსი ფესტივალები, მათ შორის – უცხოური გუნდების მონაწილეობით. ასპინძის სარაგბო ბაზა, კარგა ხანია გადაიქცა ერთ–ერთ მნიშვნელოვან სარაგბო ცენტრად. ვიცი, რომ ბაზის ხელმძღვანელობას აქვს ისეთი მიზნები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის ამ ადგილის მნიშვნელობას.

მწვრთნელთა სემინარები ასპინძის სარაგბო ბაზაზე ორშაბათიდან მიმდინარეობს. ტრენინგი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს, ხუთდღიანია და პარასკევს, 19 ივლისს დასრულდება. შემდეგი ეტაპი სემინარის მონაწილეთა პროფესიული საქმიანობის მონიტორინგია, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, „ტაოს“ რვა მოქმედი მოთამაშე მეორე დონის სერთიფიცირებული მწვრთნელი გახდება.

‘ტაოელები’ სერთიფიცირებული მწვრთნელობისთვის ემზადებიან ®

‘ტაოელები’ სერთიფიცირებული მწვრთნელობისთვის ემზადებიან ®

[თეონა მაისურაძე, ასპინძა]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის რაგბის ბაზაზე მწვრთნელებისთვის სემინარი იმართება
სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება