FM97.5 / LIVE

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2019
ახალციხის შვიდ ქუჩასა და რამდენიმე შიდა ეზოში არსებული ხის ძირები მოასფალტებულია. ხეების გარშემო ასფალტი იმდენად მჭიდროდაა, რომ წვიმის წყალი ფესვებამდე ვერ ჩადის. მშენებელი კომპანია პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს.

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]თამარაშვილის ქუჩა

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე, გამწვანების ზოლში დარგული ხეები წვიმის წყალს ვერ იღებენ. მათი ძირი მოასფალტებულია. სავარაუდოდ, ამის გამო, რამდენიმე ხე უკვე გახმა.

ეს პრობლემა ქალაქის რამდენიმე ქუჩის გარდა, შიდა ეზოებშიც არის.

ნათენაძის, კოსტავასა და კეცხოველის ქუჩებზე ხეების მოასფალტების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ 3 ივლისს დაწერა.

მოკვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ხეები, კოსტავას ქუჩის მსგავსად, რუსთაველსა და თამარაშვილზეც მოასფალტებულია. იგივე მდგომარეობაა შალვა ახალციხელის, იაძის ქუჩებზე და რამდენიმე შიდა ეზოში.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც ხეებია მოასფალტებული, საგზაო სამშაოები მათი თვითმმართველობაში ყოფნის დროს არ განხორციელებულა.

„დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში არ მოასფალტებულა. სადაც ტროტუარის დაგებაა დაგეგმილი, ხეებთან ასფალტს ნორმის ფარგლებში მოვაწყობთ. ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ტროტუარის დაგება დაგეგმილი არაა, მდგომარეობას შევისწავლით და იქაც ნორმის ფარგლებში მოექცევა“, - განგვიმარტეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება ბოლოს 2017 წელს, სამშენებლო კომპანია „მესხეთავტოგზამ“ განახორციელა. ათობით ხისთვის ასფალტის მონგრევა კი არ მომხდარა. კომპანიის დირექტორი, თამაზ პეტაშვილი პასუხისმგებლობას ახალციხის იმდროინდელ მერიას აკისრებს და ამბობს, რომ მათ საპროექტო დოკუმენტაციით იხელმძღვანელეს: „ტროტუარი ისე მოვაწყეთ, როგორც საპროექტო დოკუმენტში ეწერა“.

2017 წლის ნოემბრამდე ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე იყო, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კოსტავას ქუჩის ტროტუარები მისი მერობისას მოეწყო. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ხეების მოასფალტებას პრობლემად, ყოფილმა მერმა გვიპასუხა - „ხეების მოასფალტებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ფესვი ასფალტს ხეთქავს და წყალს მაინც იღებს“.

დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ გია კოპაძესთანაც, რომელიც ახალციხის მერი 2014-2016 წლებში იყო. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]თამარაშვილის ქუჩა

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]იაძის ქუჩა

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]რუსთაველის ქუჩა

ახალციხის ათამდე ქუჩაზე ხეების ძირები მოასფალტებულია [ფოტო]თამარაშვილის ქუჩა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

19.10.2019 'ახალციხის მესხეთმა' სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონის პირველობა მოიპოვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

'მსგავსი სისულელე ვის მოაფიქრდა?!' – მოასფალტებული  ხეები ახალციხეში [ფოტო]
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე შეზღუდვებია [ფოტო]
მეწარმეებს ტროტუარების 'გათავისუფლება' მოუწევთ – მერია კოსტავას ქუჩის შეკეთებას იწყებს
ახალციხის შიდა ქუჩებზე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს
კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა
25 ნოემბრამდე ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ