FM97.5 / LIVE

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 17.07.2019
ახალციხეში არსებული რამდენიმე შენობა წლებია იშლება და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი ნაწილი მე–19 საუკუნეშია აშენებული. დანგრევის პირას მყოფ შენობებში ანტისანიტარიაა.

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]

ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩის N56–ში უკვე წლებია არავინ ცხოვრობს. შენობის კედელი გამონგრეულია, დაზიანებულია სახურავი და შესასვლელი კარი, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინებიც. შენობის დანგრეულ ნაწილში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. მეზობლები ამბობენ, რომ შენობა მცხოვრებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]ნათენაძის ქუჩა

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]ნათენაძის ქუჩა


„ამ შენობის მესაკუთრე რუსეთში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. ექვს წელზე მეტია, შენობა სხვამ შეიძინა, თუმცა არასდროს უცხოვრია აქ. წლებია, ნაგავი ყრია, შენობაც ინგრევა. ეს სახლი ბავშვებისთვის და ჩვენთვისაც საფრთხის შემცველია,“ – ამბობს მეზობლად მცხოვრები ქალი.

ნათენაძის ქუჩასთან ახლოს, ცენტრალური გზის გასწვრივ, სულხან–საბას ქუჩაზე, სულ რამდენიმე მეტრში მეორე საფრთხის შემცველი შენობა გვხვდება, ისიც უყურადღებოდ დარჩენილი.

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]სულხან-საბას ქუჩა


დამტვრეულია სახურავი, შენობის ნაწილი კი, ჩამონგრეულია, თუმცა მისი მეპატრონე შენობის შეკეთებას აპირებს: „ეს შენობა შარშან შევიძინე და ბუნებრივია, გავაკეთებ. ჩემამდე ვინც იყო მფლობელი, ის სათავსოდ იყენებდა და მოუვლელია. მერიიდან მოვიდნენ და სიტყვიერი გაფრთხილებაც მომცეს, რომ ვიზუალური მხარე მოვაწესრიგო,“ – ამბობს შენობის მეპატრონე ზურა სადათიერაშვილი.

კიდევ ერთი ძველი და დაიზანებული სახლია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. იგი მე–19 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წარსულში სახლი შეძლებულ ადგილობრივს, იაკობ დურგლიშვილს ეკუთვნოდა. გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობა, რომელსაც ორნამენტებიანი ხის აივანი აქვს, დღეს დანგრევის პირასაა.

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]რუსთაველის ქუჩა


თითქმის იგივე მდგომარეობაშია რუსთაველის N36–ში არსებული შენობის აივანი, რომელიც ახლა ორ ოჯახს ეკუთვნის. ხის მოჩუქურთმებული აივანი, სახლს სავარაუდოდ, მე–19 საუკუნის დასაწყისში მიაშენეს. მას შემდეგ კი რესტავრაცია არ ჩატარებია. აივნის ფიცრები უკვე დამპალი და ჩამოშლილია.

„ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, რა ბედი ეწევა აივანს. ან მთლიანად გავაკეთებთ, ან სულ მოვხსნით“, – ამბობს აივნის ერთ–ერთი მეპატრონე ელმირა ნორვარდიანი.

ქალაქში არსებული ძველი და ისტორიული შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მცხოვრებლების განცხადებებს ელოდებიან. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვებზე, გააფრთხილა თუ არა მერიამ ამ შენობების მეპატრონეები და გეგმავს თუ არა ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, თვითმმართველობაში ასე უპასუხეს: „მოსახლეობის მხრიდან განცხადება არ შემოსულა. თუ მსგავსი სიტუაცია იქნება, ჩვენ შევისწავლით და შემდეგ გადავწყვეტთ, გავუწევთ თუ არა დახმარებას“.

საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]ფარნავაზ მეფის ქუჩა


[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 'კინოს შენობის' დემონტაჟი მიმდინარეობს
გაურკვევლობა აუქციონზე გაყიდული შენობების ნუსხაში
ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა
ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ვინ უნდა შეაკეთოს ადმინისტრაციის შენობის აყრილი სახურავი