FM97.5 / LIVE

სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის კედელზე რვაქიმიანი ვარსკვლავი წაშალეს. მისი ადგილი გადაფხეკილია.

სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს

სკოლის შენობის კედელზე „ქურდული“ სიმბოლიკის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა დღეს, 16 ივლისს დაწერა. გამოქვეყნებიდან ორ საათში, რვაქიმიანი ვარსკვლავი გაფხიკეს.

საავტომობილო გზიდან, შენობის კედელზე დახატული ვარსკვლავი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კომპანია „არალმა“ რუსთაველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და სკოლის ღობის კედელი ჩამოხსნა.

ვინ წაშალა ვარსკვლავი, უცნობია. სკოლის დირექტორს, ინგა ვარდიძეს „სამხრეთის კარიბჭე“ ვეღარ უკავშირდება. პირველი მასალის გამოქვეყნებისას კი მან განმარტა, რომ ვარსკვლავი ღობის ჩამოხსნამდე შენობაზე არ იყო დახატული, თუმცა მოსწავლეებმა რედაქციას ამ კედელთან მაისში გადაღებული სურათები გამოუგზავნეს, სადაც რვაქიმიანი ვარსკვლავი ჩანს.

მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსწავლეების მიერ გადაღებულ ფოტოებს „სამხრეთის კარიბჭე“ არ ასაჯაროებს.

სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე
ახალციხის ციხეზე შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკეს
ახალციხის ციხეზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა
სალომე ზურაბიშვილმა შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკო
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის  არასწორად გამოყენების  გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’
შარლ აზნავურის ვარსკვლავი ეთნიკურმა სომხებმა ყვავილებით შეამკეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე კედელი მოხატეს