FM97.5 / LIVE

'წვიმის წყალმა გამოუთხარა ძირი' - მდინარეზე გადაწოლილი ტირიფი

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2019
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვზე, ტირიფის ხეა გადაწოლილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ძირი წვიმის წყალმა გამოაცალა და წაიქცა, თუმცა ამ დრომდე მდინარიდან მისი ამოღება არავის უცდია.

'წვიმის წყალმა გამოუთხარა ძირი' - მდინარეზე გადაწოლილი ტირიფი

მდინარეზე გადაწოლილი ტირიფის ხე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შემოსასვლელი ხიდიდან ნათლად ჩანს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხე ერთი თვის წინ გადაყირავდა, მისი წყლიდან ამოღება კი არავის უცდია.

გიორგი ზაზაძე, რომელიც დიდიმამიშვილის N2ა–ში მაღაზიას აკეთებს, ამბობს, რომ ნაპირზე არსებულ ხეს, წვიმების დროს, ქუჩიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა მიწა გამოაცალა და წაიქცა.

მისივე თქმით, წვიმების დროს, დიდიმამიშვილის ქუჩებიდან წამოსული ნიაღვარი, მდინარის ნაპირისკენ პატარა ჩასასვლელით მიედინება.

„აქ პატარა ჩასახვევია, რომლითაც მდინარის ნაპირზე ჩადიხარ, წყალემა კი სულ გააფუჭა. ეს წყალი ალბათ, შენობასაც გამოუთხრის ძირს“, – ამბობს ზაზაძე.

„სამხრეთის კარიბჭემ“ წაქცეული ხის შესახებ მერიის „კეთილმოწყობის“ სამსახურს აცნობა, სადაც განაცხადეს, რომ ხეს წყლიდან ამოიღებენ.

„ეს არაა არც დანაგვიანება, არც რაიმე საფრთხის შემცველი, თუმცა, ჩვენ ამოვიღებთ მაგ ხეს. სავარაუდოდ, ამწე დაგვჭირდება. ხეს სოციალურად დაუცველებს მივცემთ“, – ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ფოცხოვზე  წაქცეული ტირიფი  არ ამოუღიათ
ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია
ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს
16 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა
ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1–ში მდებარე კორპუსის ეზო მოასფალტდება
ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხეში ყვავილებს რგავენ