FM97.5 / LIVE

'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 16.07.2019
ახალციხეში, შოთა რუსთაველისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ, N5 საჯარო სკოლის ღობის კედელი ჩამოხსნეს, რის შემდეგაც, სკოლის ერთ–ერთი კორპუსის კედელზე მიხატული რვაქიმიანი ვარსკვლავი გამოჩნდა.

'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე

რვაქიმიანი ვარსკვლავი კრიმინალური მენტალიტეტის სიმბოლოდ ითვლება. ვინ ან რატომ გამოსახა ეს სიმბოლო საჯარო სკოლის კედელზე, უცნობია.

მე–5 სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის განმარტებით, სანამ ღობის კედელს მოხსნიდნენ, სკოლის შენობაზე ვარსკვლავი გამოსახული არ იყო. დირექტორი ვარაუდობს, რომ ის ღობის მოხსნის შემდეგ მიახატეს: „ახლა უბრალოდ ღიაა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლებელია, კედლის მოხსნის შემდეგ დახატეს“.

რვაქიმიანი ვარსკვალავის – ოქტაგრამის არაერთი ვარიაცია არსებობს და მისი სიმბოლური დატვირთვაც სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. წინარე ქრისტიანულ სამყაროში, რვაქიმიანი ვარსკვლავი ზოგადად განასახიერებდა ახლის დასაწყისს. ბაბილონელებისათვის ქალღმერთ იშთარს წარმოადგენდა, რომლეიც დაკავშირებული იყო პლანეტა ვენერასთან; ინდუსებისთვის –ქალღმერთ ლაკშიმს; ეგვიპტელებისთვის – რვა ღვთაებას.

წინარე ქრისტიანული ინტერპრეტაციით, ოქტაგრამის თითოეული წერტილი ქიმებისა მიუთითებს ოთხ კარდინალურ მიმართულებას და ოთხ სტიქიას: ჰაერს, წყალს, მიწას, ცეცხლს. ოქტაგრამის ოთხიმთავარი წვერი გვიჩვენებს ამ სტიქიების დადებით ასპექტებს, ხოლო სხვა წვერები – უარყოფითს.

საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, რვაქიმიანი ვარსკვლავი კრიმინალური სამყაროს სიმბოლოდ იქცა. მისი წარმომადგენლები ასეთ ვარსკვლავს, ყველაზე ხშირად, მკერდსა და მუხლებზე იხატავენ. მუხლებზე დახატული ასეთი ვარსკვლავის მნიშვნელობას ასე ხსნიან – „არ დავდგები მუხლებზე ხელისუფლების წინაშე“, ხოლო, როცა რვაქიმიანი ვარსკვლავი მხრებზეა გამოსახული, აღნიშნავს წოდებას – „ქურდი“ (კანონიერი ქურდი).

ძალზე საეჭვოა, რომ N5 საჯარო სკოლის კედელზე მიხატული რვაქიმიანი ვარსკვლავი ბაბილონურ ან ეგვიპტურ სიმბოლიკას გამოსახავდეს.

'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს
ახალციხის ციხეზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა
ახალციხის ციხეზე შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკეს
სალომე ზურაბიშვილმა შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკო
შარლ აზნავურის ვარსკვლავი ეთნიკურმა სომხებმა ყვავილებით შეამკეს
შარლ აზნავური რეპეტიციას გადის
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის  არასწორად გამოყენების  გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’