FM97.5 / LIVE

ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2019
გურამიშვილის ქუჩა ახალციხეში, ისტორიული რაბათის უბანში მდებარეობს. აქ მცხოვრებლები, გარე განათების, სამისამართე აბრებისა და დასუფთავების პრობლემებზე ჩივიან. აქ მეეზოვეც სამ დღეში ერთხელ დადის.

ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა

საქო, გურამიშვილის ქუჩის N71-ში ცხოვრობს. ბევრი სხვა მეზობლის მსგავსად, არც ის დაელოდა მერიას, როდის გააკეთებდნენ სამისამართე აბრას. თავად დააწერა ქუჩის სახელწოდება, სახლის ნომერი და ჭიშკართან ჩამოკიდა.

„რამდენჯერმე ავად ვიყავი. სასწრაფოს რომ ვიძახებდით, უჭირდა მოგნება – ხან ხიდთან ვხვდებოდით. ამიტომ ქუჩის ნომერი ჩემი ხელით გავაკეთე. აქ ისეც ბევრი პრობლემაა, მაგისთვის როდის მოიცლიდნენ, ამიტომ მე გავაკეთე. ყველაფერთან ერთად, ლამაზია თან,“ - ამბობს საქო.

საქოს მსგავსად, ღობეზე ხელნაწერი აბრა აქვს მიმაგრებული თემურ კაპანაძესაც: „ძველი აბრა გახუნებული იყო, დაჟანგებული და არაფერი ეტყობოდა, ღმერთმა არ ქნას და, სასწრაფოს გამოძახება რომ დამჭირდეს, ან სხვა რაიმე, უფრო გაუადვილდებათ დროულად მოგნება. ამიტომ ჩემი ხელით გადავღებე ძველი აბრა და მისამართი დავაწერე".

იმას, რომ გურამიშვილზე მისამართების მიგნება უჭირთ, სასწრაფო დახმარების მძღოლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ქუჩების უმეტესობაზე სამისამართე აბრები არ არსებობს.

„კი ვაგნებთ, მაგრამ ვაი ამ მიგნებას! ზოგი ქუჩა ვიცით, სადაც ხშირადაა გამოძახებები; ზოგს კითხვა–კითხვით ვაგნებთ, ზოგან კი ნაცნობ ადგილებზე გვხვდებიან გამომძახებლები და მივყავართ. ამ ყველაფერს, ხშირად, დიდი დრო მიაქვს,“ - ამბობს სასწრაფო დახმარების მძღოლი დავით ბექაური.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ სამისამართე აბრებთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს არანაირი ცვლილება იგეგმება.

ქუჩის სამისამართე აბრების გარდა, აქაურ მოსახლეობას გარე განათების პრობლემაც აწუხებს. ამ ქუჩაზე უძველესი სინაგოგა მდებარეობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მის სანახავად ტურისტები, ზაფხულში, თითქმის ყოველ დღე მიდიან.

„ისტორიული უბანია, უბრალოდ სირცხვილიცაა, ამდენი ხალხი მოძრაობს, ტურისტები, ადგილობრივები, აქაურობა კი ჩაბნელებულია ღამით. გვითხრეს რომ გავაკეთებთ, პროექტში გვაქვსო, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურამიშვილის ქუჩაზე გარე განათების პროექტი უკვე მზადაა, თუმცა არ იციან ზუსტი დრო, როდისთვის დაიწყება მუშაობა: „პროექტი არის მზად, ექსპერტიზას გადის და როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, დაიწყება სამუშაოების განხორციელება, ზუსტ დროს ვერ გეტყვით“.

აქ მცხოვრებლები დასუფთავების პრობლემაზეც ჩივიან: „მეეზოვე არ გვყავს, მთელს ქუჩებს ჩვენ ვასუფთავებთ, ჩვენი ძალებით. აქ უამრავი ხალხი მოძრაობს, ამიტომ ქუჩა ხშირად ნაგვიანდება,“ - ამბობს ქუჩის მაცხოვრებელი ელგუჯა ველიჯანაშვილი.

„ქუჩები სუფთაა, იმიტომ რომ გამოვდივართ და ვალაგებთ. რაკი არავინ ზრუნავს, სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ ვცხოვრობთ აქ და ყველაზე ხშირად ჩვენ გვიწევს ამის ყურება“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე ამბობს, რომ აღნიშნული ქუჩა სუფთავდება და აქ მათი თანამშრომელი მუშაობს.
„მაგ ქუჩაზე ერთი მეეზოვეა, რომელიც სამ დღეში ერთხელ მუშაობს, თუმცა თუ ადგილობრივები ასუფთავებენ, მაშინ აღარ ყოფილა საჭირო დამსუფთავებელი და მაგ მეეზოვესაც სხვაგან გადავიყვან“, - ამბობს კურტანიძე.

ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამი ღამეა რუსთაველის ქუჩა ჩაბნელებულია
'აბის' სამი ქუჩა გარე განათებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა
მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე
ვარძიის ქუჩაზე  გარე განათებისა და კიბის მოწყობას ითხოვენ
ორი ქუჩა ერთ ქუჩაზე
ერთ კვირაზე მეტია,  ივანე ახალციხელის ქუჩა  ჩაბნელებულია
ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება