FM97.5 / LIVE

„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)

მთავარიპოლიტიკა 19.09.2013
“ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის ახალგაზრდული ფრთა გაზრდილი მხარდამჭერებით წინასაარჩევნოდ აქტიურ მზადებას იწყებს. რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ოცნებას“ და რას გეგმავენ ახალგაზრდები სამომავლოდ

„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)
„ოცნებას“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების 3-კაციანი ჯგუფი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს. როგორც „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე ზვიადი ნადირაძე ამბობს, კოალიციას ბევრი ახალგაზრდა უერთდება: „ძალით არავის ვაწევრიანებთ, ვისაც სურვილი აქვს ყველას შეუძლია ჩვენთან მოსვლა“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, რეგიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობამ 5 000 გადააჭარბა, აქედან მეხუთედი სწორედ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან.

„ხალხი წინა ხელისუფლების მიერ ისეთი დაშინებული იყო, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს არავინ გვეკარებოდა. ვღებულობთ ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი აქვს, თუნდაც ის „ნაციონალების“ ყოფილი მხარდამჭერი იყოს, კარს არავის მივუხურავთ. ასეთი დავალება გვაქვს მიღბული ცენტრალური შტაბიდან“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე.

ამ ეტაპზე „ოცნების“ ახალციხის შტაბის ახალგაზრდულ ფრთაში 300-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ზვიად ნადირაძის თქმით, გაწევრიანების სურვილს ძირითადად 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდები გამოთქვამენ.

„ამ ეტაპზე ახალგაზრდები ნაკლებად აქტიურობენ. დღეში მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა მოდის. შტაბის გახსნიდან პირველ კვირას კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა“,-ამბობს ნადირაძე.

ახალგაზრდული ფრთა წინასაარჩევნოდ აქტიურად მზადებას მომავალ კვირიდან იწყებს.

„როგორც მანამდე ვაკეთებდით ახლაც რუპორებით ვივლით უბნებში და ხალხს გაწევრიანებისკენ მოუწოდებთ, დავარიგებთ ბუკლეტებს და ბროშურებს, სადაც ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოსახლეობა სრულ ინფორმაციას შეიტყობს“,-ამბობს ნადირაძე.

ახალგაზრდული ფრთა ახალციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვასაც გეგმავს.

„პარტიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს რამდენიმე კონცერტის გამართვა ახალციხეში. ჩვენ შემოქმედებითი კოლექტივების მხრიდან მხადაჭერას ვგრძნობთ, ამიტომ ვგეგმავთ მათი დახმარებით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას“, - აცხადებს ჟუჟუნაძე.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

"ოცნება" ახალციხელ ახალგაზრდებს შტაბში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს