FM97.5 / LIVE

ახალციხეში ისტორიის გამოცდა დასრულდა

მთავარისიახლე, განათლება 15.07.2019
აბიტურიენტებმა მეორე სესიაზეც გამოცდა ისტორიაში დაწერეს. დღეს, 15 ივლისს ახალციხის საგამოცდო ცენტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვია.

ახალციხეში ისტორიის გამოცდა დასრულდა

ისტორიის გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრირებული 209 აბიტურიენტიდან 15 არ გამოცხადდა.

„საშუალო სირთულის იყო გამოცდა. კი იყო რაღაცა, რაც ვერ გავიგე ან არ გამახსენდა, მაგალითად, ბართლომეს ღამის შესახებ. მგონი ეგ არასწორად დავწერე. თუმცა, ზოგადად, ნამეცადინები ვიყავი და ტესტი ცუდად არ ვწერე“, – ამბობს ნინო მეტრეველი.

გამოცდას 14 კურატორტი და 14 მეთვალყურე აკვირდებოდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის პროცესს დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე დააკვირდა.

„ძალიან ცოტა ხანს გაჩერდა. რამდენიმე ცენტრი მოინახულა და ჩვენთანაც ჩამოვიდა. ძალიან მოეწონა ახალციხის საგამოცდო ცენტრი. ისტორიის გამოცდა იყო და რეგისტრაციას დააკვირდა“, – გვითხრა ახალციხის საგამოცდო ცენტრის უფროსმა, გელა ინასარიძემ.

ხვალ, 16 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას გეოგრაფიაში ჩააბარებენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ
აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ
საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ახალციხეში ისტორიის გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდის პირველ სესიაზე 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა