FM97.5 / LIVE

ახალციხელი ქეთევან მელიქიძე "სილქნეტს" ბოძის გადატანას სთხოვს

მთავარისიახლე, სამართალი 15.07.2019
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სასტუმროსთან, "სილქნეტის" ამორტიზებული სატელეფონო ბოძი დგას. სასტუმროს მეპატრონემ, ქეთინო მელიქიძემ, მისი კუთვნილი მიწიდან ბოძის სხვაგან გადატანის მოთხოვნით, კომპანიას არაერთხელ მიმართა. ამჟერად, იგი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ახალციხელი ქეთევან მელიქიძე "სილქნეტს" ბოძის გადატანას სთხოვს

ხანძთელის ქუჩაზე, სასტუმრო „არიალიდან“ ნახევარ მეტრში, „სილქნეტის“ დაზიანებულ ხის ბოძს გასამაგრებლად სხვა ხის ბოძი აქვს შეყუდებული.

სასტუმროს მეპატრონე ქეთინო მელიქიძის თქმით, ბოძი მის სასტუმროსთან იმდენად ახლოს დგას, რომ საფრთხეს უქმნის, როგორც შენობას, ასევე მისი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ხშირად დადიან.

გარდა ამისა, მელიქიძე ამბობს, რომ მას შენობის გაფართოება და აივნის მიშენება უნდა, თუმცა ბოძი სასტუმროს ფანჯრების წინ დგას და ხელს უშლის.

„ბოძი დგას ჩემს საკუთარ მიწაზე, არის ამორტიზებული და იმდენად ახლოსაა შენობასთან, რომ ტურისტები იმ ოთახში დარჩენას უფრთხიან, რომელთანაც ეს ბოძი დგას. აქ ჩემი შვილიშვილებიც დადიან და მეშინია. ამას გრადა, დისკომფორტია – როცა მოუნდებათ, ადიან ზედ, მე არავინ მეკითხება“, – ამბობს მელიქიძე.

მისივე თქმით, კომპანიას არაერთხელ მისწერა წერილი, თუმცა რეაგირება არც ერთხელ მოჰყოლია.

"ეს მიწა, სადაც ახლა ბოძი დგას, 2009 წელს პირდაპირი შესყიდვით ავიღე. ეს ბოძი ამ მიწაზე იდგა, როცა მე გავხდი მეპატრონე. 2016 წელს მივწერე ორჯერ, რომ ეს ბოძი მოეშორებინათ. ახლა 9 ივლისს დავწერე განცხადება და ველოდები პასუხს, თუმცა სატელეფონო საუბარში მეუბნებიან, რომ მე ჩემი სახსრებით უნდა გადავიტანო. რატომ? მათი ბოძია და გადაიტანონ“,– ამბობს მელიქიძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ბოძი მაშინ დაირეგისტრირა, როცა უკვე მიწა მელიქიძის საკუთრება იყო: „მე კომპენსაცია არ ამიღია მათგან და არანაირი შეთანხმება ყოფილა“.

კომპანია "სილქნეტში" ამბობენ, რომ თუ ბოძი ხელს უშლის, მოქალაქემ პროექტი უნდა გააკეთოს და საკუთარი სახსრებით გადაიტანოს. კომპანიის წარმომადგენელი გია წიქარიშვილი ამბობს, რომ საქმეს თავად გაარკვევს, რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში მელიქიძის პრობლემის მოგვარება.

„მე თვითონ დავუკავშირდები ამ ქალბატონს და შევეცდები დავეხმარო. გავარკვევ, რაშია საქმე“,– ამბობს წიქარიშვილი.

იურისტი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ კომპანია ბოძს სხვის მიწაზე ისე ვერ დადგამდა, თუ მესაკუთრის თანხმობა არ ექნებოდა, ან კომპენსაციას არ გადაიხდიდა.

"არ არსებობს, რომ სადღაც კომპენსცია არ იყოს გადახდილი, წინა მესაკუთრეს მაინც გადაუხდიდნენ. ეს ახალი მეპატრონე სანამ იყიდდა, შეიძლება ძველ მესაკუთრეს უკვე თანხმობა ჰქონდა მიცემული ბოძის მანდ არსებობაზე. მესაკუთრის თანხმობა თუ არ არსებობს, ყველა შემთხვევაში შეუძლია, მოთხოვოს ბოძის ამოღება“, – ამბობს აბაშიძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

გადახრილი ბოძი სახლსა და გაზის მილს საფრთხეს უქმნის
მორყეულ ხის ბოძს რკინის კონსტრუქციით ჩაანაცვლებენ
კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს
ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა
ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა