FM97.5 / LIVE

ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა

მთავარისიახლე, სამართალი 15.07.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ.

ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა

არასამთავრობო ორგანზიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევა დღეს, 15 ივლისს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მის გამგებლად არჩევამდე, ანუ 2015 წლამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდნენ.

„2015 წელს, გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობაც - 21 შესყიდვიდან 11-ში კონტრაქტორები სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები არიან“.

კვლევის მიხედვით, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მა, 2015-2019 წლებში 15 ტენდერი მოიგეს, მათ შორის, ყველაზე მეტი, რვა ტენდერი – 2016 წელს.

საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

კვლევაში ნათქვამია, რომ, მერად არჩევის შემდეგ, ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა დანიშნა. მისი კომპანიის ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ აიყვანა.

„შპს „მელიზას“ 100% წილს ზაზა მელიქიძე დღემდე თავად ფლობს. კომპანიის დირექტორად მას ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე ჰყავს დანიშნული, „მელიზას” ოფისის მენეჯერად კი – მეუღლე ასმათ ალავიძე.

„მესხეთი XXI”-ს, მელიქიძის გამგებლად არჩევამდე, მხოლოდ - ერთი – 60 ლარის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“. მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ კი, „მესხეთი XXI”-მ მონაწილეობა 20 ტენდერში მიიღო, აქედან 16 ახალციხის გამგეობა-მერიამ გამოაცხადა.

ზაზა მელიქიძემ შპს „ლეგი” ახალციხეში, საფარის ქუჩის N3-ში, 2005 წლის ივლისში დაარეგისტრირა. კომპანიის საკუთრებაში 4 216 კვმ მიწაა, რაზეც ლუდისა და ლიმონათის ყოფილი ქარხნის შენობა დგას.

მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე გამგებელი გახდა, „ლეგის” დირექტორად ცოლის და, თეონა ალავიძე დანიშნა, 100% წილის მმართველად კი ისევ თვითონ დარჩა“, - ვკითხულობთ მასალაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება „კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებითაც“.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - „შეისწავლოს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ის შესყიდვები, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს“;

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროსაც - „დაიწყოს მოკვლევა ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით“.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა