FM97.5 / LIVE

ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა

მთავარისიახლე 14.07.2019
ვალე–ახალციხის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი დაშავდა.

ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა და „ვოლვოს“ მარკის სატვირთო, ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი დაზარალდა, ისინი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის საავადმყოფოებში გადაიყვანა.
„ერთი პაცინტი შემოიყვანეს, ქალბატონია, სტაბილურად არის ამ მომენტში. მიმდინარეობს კვლევები. რამდენად ღრმა დაზიანებები აქვს, გამოჩნდება კვლევებისას“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ხათუნა კეკელაშვილი.

მეორე პაციენტი კლინიკა „იმედში“ მკურნალობს: „ერთი პაციენტია ჩვენთან, მენჯ–ბარძაყი აქვს დაზიანებული, საოპერაციოა თუ არა, რენდგენი აჩვენებს“, – განმარტავენ კლინიკაში.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ძიება 276–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა