FM97.5 / LIVE

რა აკავშირებს ახალციხესთან პირველ ქართველ უფლებადამცველს საბჭოეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.07.2019
საბჭოთა დისიდენტი ვალერი ჭალიძე წარმოშობით ახალციხიდანაა. წარმატებულმა ფიზიკოსმა სამეცნიერო საქმიანობა დროებით მიატოვა და ტოტალიტარიზმთან ბრძოლა დაიწყო. პუბლიცისტის და ფიზიკოსის, ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი 10 ივლისს თბილისში, ალექსანდრე მანველიშვილის არქივთან ერთად ჩამოვიდა.

რა აკავშირებს ახალციხესთან პირველ ქართველ უფლებადამცველს საბჭოეთში

ვალერი ჭალიძე 1938 წელს, მოსკოვში დაიბადა. თბილისის უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ მუშაობდა. მის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. თუმცა მისი არქივის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბევრი რამ გახდება ცნობილი.

ვალერი ჭალიძის რთული ცხოვრების შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი გვიყვება, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ჭალიძის არქივის საქართველოში ჩამოტანა.

1970 წელს ვალერიმ, ნობელიანტ სახაროვთან და კიდევ ერთ ფიზიკოსთან ერთად, საბჭოეთში ადამიანის უფლებათა პირველიკომიტეტი დააარსა. „ეს მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებსაც საბჭოთა ხელისუფლება არღვევდა“, - გვიყვება მაია სიმონიშვილი.

„ვეძებდით ვალერი ჭალიძის საქართველოში გადაღებულ ფოტოს. წარმოიდგინეთ, ასეთი საქართველოში არ არსებობს. მის შესახებ საუბარიც კი აკრძალული იყო. არადა, აქ დაიცვა დისერტაცია და ერთ-ერთი ცნობილი ფიზიკოსი იყო“.
ჭალიძე ნიუ-იორკში საბჭოთა კავშირის დანაშაულებს აღწერდა და გამოსცემდა. ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებსაც: „არ ვიცით, რა ხერხებით, მაგრამ მთელ საბჭოთა კავშირში ადამიანების უფლებების დარღვევების ფაქტებს იძიებდა და ავრცელებდა“.

ნიუ-იორკში 1982 წელს გამოცემულ საკუთარ ნაწარმოებში სახელწოდებით „სტალინი - კომუნიზმის დამპყრობელი“, სტალინს, როგორც რუსული იმპერიალიზმის უფრო სასტიკი ფორმით აღმდგენს და რუსეთში სოციალიზმის გამანადგურებლად ახასიათებს.

საბჭოთა ხელისუფლებას ჭალიძისთვის, სხვა არაერთ ბრალდებასთან ერთად, ჰომოსექსუალობაც დაუბრალებია, მას კი უთქვამს: „თუ მე ჰომოსექსუალობას მაბრალებენ, საბჭოეთში ყველა ჰომოსექსუალის უფლებებს დავიცავო და კიდეც დაუწყია ამაზე მუშაობა“.

კიდევ ერთი რამ, რაც ვალერი ჭალიძეს სხვა ქართველი დისიდენტებისგან გამოარჩევს, მისი კოსმოპოლიტურობაა. მაიას თქმით, ჭალიძე 90-იან წლებში გაჩენილ ეთნონაციონაიზმსაც აკრიტიკებდა: „ის არ იყო ჩაციკლული მხოლოდ საქართველოზე. მთელი კავშირის მასშტაბით მუშაობდა ადამიანის უფლებებზე. პირველი იყო, ვინც გაეროსთან იყო აფილირებული, როგორც საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დამცველი“.
საბჭოთა მოქალაქეების უფლებების დაცვაში დისიდენტ ჭალიძეს იურისტი ლიზა ბარნარდტი, შემდგომში ბარნარდტ-ჭალიძე ეხმარებოდა. მაია სიმონიშვილი მას წელს, ვალერის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ შეხვდა.რა აკავშირებს ახალციხესთან პირველ ქართველ უფლებადამცველს საბჭოეთში

„ისინი ერთმანეთისთვის არ იყვნენ მხოლოდ ცოლ-ქმარი. 35 წელი ერთად მუშაობდნენ მასალების შეგროვებაზე, თარგმნასა და გავრცელებაზე. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ლიზა განადგურებული დაგხვდა, უჭირდა ცხოვრების გაგრძელება. პირველი რაც მითხრა, ახალციხეში წამიყვანეთო. მე ძალიან გამიკვირდა, ვკითხე, რატომ უნდოდა ახალციხეში გამგზავრება, რაზეც მიპასუხა, ვალერი წარმოშობით ახალციხიდანაა და მისი ბებია–ბაბუის საფლავის მონახულება მინდაო,“ - იხსენებს სიმონიშვილი.

მან, ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ლიზა ბარნჰარდტ-ჭალიძეს საქართველოში მართლაც უმასპინძლა და ერთად ახლაციხეშიც ჩამოვიდნენ. „მანდედან რომ დავბრუნდით, გვითხრა, ახლა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდაო,“ – იხსენებს მაია.

თურმე, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ვალერი სამეცნიერო საქმეს დაუბრუნდა და დისიდენტურ წარსულზე აღარც საუბრუბდა. მისი მეუღლისგან ვიცით, რომ საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა. ის 2018 წლის 3 იანვარს, 79 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

მაია სიმონიშვილმა ვალერი ჭალიძის არქივს წელს, იანვარში მიაგნო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი გვპირდება, რომ ჭალიძის შესახებ სულ უფრო მეტი გახდება ცნობილი და მისით უფრო მეტი ადამიანი იამაყებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა
NDI: უმცირესობების 58% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენაა
14 აპრილი დედაენის დღეა
NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად  აფასებს
ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება
14 აპრილი დედაენის დღეა