FM97.5 / LIVE

ადიგენში კაცმა მეზობელს სახეში მჟავა შეასხა, მსჯავრდებულს 4 წელი მიუსაჯეს

მთავარისიახლე, სამართალი 14.07.2019
ადიგენში, სოფელ კახარეთში მცხოვრებ კაცს, მეზობლისთვის სახეში მჟავის შესხმისთვის მოსამართლე გია ბერაიამ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კაცი ბრალს არ აღიარებს, დაზარალებულს სახის ნახევარი დამწვარი აქვს.

ადიგენში კაცმა მეზობელს სახეში მჟავა შეასხა, მსჯავრდებულს 4 წელი მიუსაჯეს

შემთხვევა 2018 წლის 22 ოქტომბერს მოხდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ მ.ქ–ს ოთხწლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 11 ივლისს შეუფარდა.

როგორც დაზარალებული ჰყვება, მ.ქ–მ მჟავა მაშინ შეასხა, როდესაც საქონელი მიჰყავდა. ქ.ჯ–ს სახის მარცხენა მხარე აქვს დამწვარი, დაუზიანდა ყური, ყელის ნაწილი და მარჯვენა თვალი.

„22 ოქტომბერს საქონელი გავრეკე და გორიდან ჩავდიოდი, ის ამოდიოდა მაღლა. დავინახე რომ ხელში ბოთლი და პლასტმასის ჭიქა ეჭირა. მივუახლოვდით ერთმანეთს. არაფერი არ უთქვამს ისე შემომასხა რაღაც. ვიფიქრე, წყალია და გამეხუმრა – მეთქი მაგრამ სახე, რომ გახურდა დავიბენი. მეორედაც შემომასხა, უკვე ცუდად ვიყავი და გაქცევა მინდოდა, მესამედ კიდევ გადმოასხა ბოთლიდან ჭიქაში და რომ გავრბოდი მაშინ, ისევ სახეში მომასხა. აზრზე ვერ მოვდიოდი. გავიქეცი, წყალთან მივედი და სახეში ვისხამდი. ვიწვოდი და სისხლი მომდიოდა ყველაფრიდან“,- გვიყვება დაზარალებული.

როგორც დაზარალებული ჯ.ქ. ამბობს ბრალდებულთან უთანხმოება არასდროს ჰქონია, მხოლოდ ერთხელ მოუვიდათ შელაპარაკება. მჟავის შესხმის შემთხვევა კი ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მოხდა: „ბრალდებული ჩემს ნათესავ ქალს აწუხებდა“.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ორი თვე დამწვრობის ცენტრში გაატარა, შემდეგ კი სახლში მკურნალობდა: „არაფრის გამო ასეთ დღეში ჩამაგდო, დამასახიჩრა და დამტანჯა. ერთი ოპერაცია ყურზე გამიკეთეს. ოპერაცია კიდევ მჭირდება თვალსა და ყელზე“.

კახარეთში მომხდარის გახსენება და საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების შესახებ არაფერი იციან და არც გაუგიათ. საქმეზე საუბარი არც მსჯავრდებულის ძმებმა ისურვეს.

მსჯავრდებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ მისი დასცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატიც.

„საქმეში ბევრი უზუსტობაა. იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა, არ ჰქონიათ კონფლიქტი. ერთმანეთი ნახეს და შემდეგ დაშორდნენ. თუ სამჯერ შეასხა და ამან მალევე ხელები აიფარა სახეზე, შემდეგ შესხმაზე მჟავა ხელზეც ხომ მოხვდებოდა, არ აქვს დამწვარი. ამას გარდა, ბოთლსა და ჭიქაზეც არ აღმოჩნდა მჟავა“,-ამბობს ბარძიმაძე.

მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის, დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ.ქ, მის ნათესავს აწუხებდა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა მოეშორებინა თავიდან.„პროცესზე რომ დავკითხე დაზრალებულმა თქვა, რომ ეს კაცი ჩემს ნათესავ აწუხებდა და ვერ ჩამოვაშორე ვერაფრითო, ყველაფერს ვიზავდი რომ თავი დაენებებინა, თუნდაც ციხეში ჩამეჯინაო“.

ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ იციან გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ თუ არა.

საქმეზე გამოძება სსკ-ს 117 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.(სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება.)

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
‘პაციენტი მძიმეა, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ’ – ექიმი კლდეში დამწვარ კაცზე
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ახალციხეში დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულს უჩივის
რას ჰყვება ხმალაძის საქმეში დაზარალებული, რომელიც დააყაჩაღეს
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ