FM97.5 / LIVE

'საარჩევნო განვითარების სკოლა' სასწავლო კურსს იწყებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.07.2019
"საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო კურსი 25 მუნიციპალიტეტში ერთდორულად დაიწყება. სამცხე-ჯავახეთში ტრენინგები ახალციხესა და ბორჯომში გაიმართება.

'საარჩევნო განვითარების სკოლა' სასწავლო კურსს იწყებს

ათდღიანი სწავლება 15 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება. საარჩევნო თემებთან დაკავშირებით, სასწავლო კურსს 18-24 წლის ახალგაზრდები გაივლიან.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ზრდას და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

2015-2018 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა
ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
ცესკოს საარჩევნო სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ NCCE მსურველებს საკუთარ სივრცეს სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება