FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.07.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვა სრულდება, რომელსაც „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობის მონაწილეები ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს და „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობის მონაწილეებს საპატიო სიგელებს გადასცემს.

გზა, რომელიც წმინდა ნინოს მსგავსად, მორწმუნეებმა გაიარეს, პირველ ივნისს, ნინოწმინდაში დაიწყო და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დასრულდა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
დღეს სვეტიცხოვლობაა
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს
საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება