სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)

მთავარიპოლიტიკა 18.09.2013
"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბმა საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრები წარადგინა. რომლებსაც ამ ეტაპზე ტრენინგები უტარდებათ.

კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციის წევრები უკვე დააკომპლექტა. ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება. აქედან ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, ექვსი კი პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების: „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“, „მრეწველების“, „ეროვნული ფორუმის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

13 წევრიდან ექვსს საოლქო საარჩევნო კომისია, კონკურსის საფუძველზე ირჩევს, შვიდ წევრს პარტიები წარადგენენ. კომისიის წევრებმა უნდა აირჩიოს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

„იმ წევრებიდან, რომლის შერჩევაც საოლქო საარჩევნო კომისიის პრეროგატივა იყო, ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, თუმცა აქედან კომისიაში ზოგი მოხვდა, ზოგი ვერა. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის შერჩევას ამაში ჩვენ პოლიტიკური პარტიები ვერ ჩავერევით“,-ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

ამ ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგები უტარდებათ. როგორც“ ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში ამბობენ ტრენინგების პირველი ეტაპი 13 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბერს მთავრდება.

მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც კომისიაში არიან ტრენინგები დამატებითაც ჩაუტარდებათ.

„ვგეგმავთ, რომ ჩვენს წევრებს ტრენინგები კიდევ ჩაუტაროთ. გვაქვს ცესკოს მიერ გამოშვებული ბროშურები და სახელმძღვანელოები, რომლის დახმარებითაც ვიხელმძღვანელებთ“,-ამბობს ჟუჟუნაძე.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები
ნინოწმინდის საოლქო  კომისიის შემადგენლობა 2016 წლის არჩევნებისთვის