FM97.5 / LIVE

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2019
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, წნისის და კლდის მოსახლეობა ნაკვეთების მორწყვას შეძლებს. აღნიშნულ სოფლებში სარწყავი სისტემის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, მაგრამ ხარვეზის გამო, ამ დრომდე არ უმუშავია.

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა

საქართველოს მელიორაციაში განმარტავენ, რომ ახალი სარწყავი სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.

„დასრულდა კლდე–წნისის სატუმბი სადგურისა და მილსადენების რეაბილიტაცია. წყალი გავუშვით და შევამოწმეთ, სატუმბი მზად არის. ველოდებით მომხმარებლებისაგან მოთხოვნას, რის შემდეგაც გავუწევთ მომსახურეობას“, – გვითხრეს საქართველოს მელიორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სოფელ კლდეში, 2016–2017 წლებში მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბ სადგურს და სარწყავ ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 1 336 250 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სატუმბით ნაკვეთებს წყალი მდინარე ფოცხოვიდან უნდა მიეწოდოს.

რეაბილიტირებული სისტემით 320 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს. ერთი ჰექტრის მორწყვა, ადგილობრივებს, 75 ლარი დაუჯდებათ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში  დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო (R)
სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ