სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

მთავარისაზოგადოება 18.09.2013
ახალციხეში ასპინძის ქუჩის ჩასასვლელთან კანალიზაციის მილია გახეთქილი. ამ წუთებში მილიდან გადმოსული ნიაღვარი ასპინძისა და რუსთაველის ქუჩებზე მიედინება. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოებიც.

რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
როგორც რუსთაველის N67-ში მცხოვრები ლია ზედგინიძე ამბობს, ნიაღვარი სამი საათისთვის არ იყო, თუმცა ამ დროისთვის მისი ეზო უკვე დატბორილია.

ასევე ფეკალური მასით ივსება ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ეზოც.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალში ავარიის შესახებ "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყვეს.

"ამ წუთებში ორი სამუშაო ჯგუფია გასული, ერთი 9 აპრილის, მეორე ასპინძის ქუჩაზე. აქაც ავარიებზე მუშაობენ, სადაც სასმელი წყლის მილია დაზიანებული. ზოგადად სისტემა ავარიულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი.

მან სამუშაო ჯგუფს რუსთაველის ქუჩაზე ავარიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა და დაგვაიმედა, რომ აღნიშნული პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას ასფალტი 31 აგვისტოს ძლიერი წვიმის შემდეგ ჩაინგრა. თუმცა, ამ დრომდე აქ კანალიზაციის მილი არ დაზიანებულა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი შეაკეთეს
ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
დაზიანებული წყლის მილი და გუბეები რუსთაველის ქუჩის ტროტუარზე [Photo]
რაბათის შესასვლელში კანალიზაციის მილი შეცვალეს