FM97.5 / LIVE

შპს 'კეთილმოწყობამ' მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა

მთავარისიახლე, სამართალი 12.07.2019
შპს "კეთილმოწყობამ" ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც შპს–ს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაევალა, სააპელაციოში გაასაჩივრა.

შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეეზოვე დათო ლომიძის საქმეზე განაჩენი 17 მაისს გამოაცხადა, ხოლო ელექტრიკოსების – პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის საქმეზე – 29 მაისს. ორგანიზაციას მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაეკისრა. შპს „კეთილმოწყობამ“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა პუნქტში არ ვეთანხმებით, თავისთავად – არც იმას, რომ ჩვენი უვადო თანამშრომლები იყვნენ“, – ამბობს შპს–ს დირექტორი კობა კურტანიძე.

შპს "კეთილმოწყობის" ინტერესებს, მეეზოვე დათო ლომიძის საქმეზე იოსებ ხითარიშვილი, ელექტრიკოსების საქმეზე კი კახა მათოშვილი დაიცავს. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე ადვოკატმა კანონით დადგენილ 14 დღის ვადაში გაასაჩივრა.

„არ მიგვაჩნია, რომ შპს კეთილმოწყობა წინა სამსახურის სამართალმემკვიდრეა. შესაბამისად, მეეზოვეზე უვადო ხელშეკრულების წესი ვერ გავრცელდება, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავით ლომიძის მოთხოვნაზე უარის თქმას ვითხოვთ“, - გვითხრა შპს კეთილმოწყობის ერთ-ერთმა ადვოკატმა, იოსებ ხითარიშვილმა.

ელექტრიკოსებიც და მეეზოვეც, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ გათავისუფლდნენ და, ამასთანავე, კეთილმოწყობის სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ. სამივე მოპასუხის ინტერესს სააპელაციო სასამართლოში ეკა აბაშიძე დაიცავს.

შპს "კეთილმოწყობიდან" გათავისუფლებული ელექტრიკოსების, პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის, ასევე მეეზოვე დათო ლომიძის სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ორგანიზაციას მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაეკისრა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელს სასამართლოში ხელახლა დაარეგისტრირებენ
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო