FM97.5 / LIVE

წყალი საათში 65 ლარად - შეჩერებული პროექტი და ‘მშრალზე’ დარჩენილი სოფლები [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2019
ჭაჭარაქსა და მინაძეში ადგილობრივები ნაკვეთების მორწყვისთვის საათში 65 ლარს იხდიან. პროექტი, რომლის ფარგლებში ექვსი სოფლის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მათ შორის ჭაჭარაქის და მინაძის, შესაძლოა აღარ განხორციელდეს.

წყალი საათში 65 ლარად - შეჩერებული პროექტი და ‘მშრალზე’ დარჩენილი სოფლები [ვიდეო]

ახალციხეში, ჭაჭარაქში მცხოვრები კარლო ვირაბიანი კარტოფილის მოსარწყავად საათში 65 ლარს იხდის, ამბობს, რომ სათანადო რწყვის პირობებში 30 მეასედზე ხუთი ტონა კარტოფილს მოიყვანს, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ნაკვეთს ხშირად ვერ რწყავს, შესაბამისად მოსავალიც ნაკლები აქვს.

„ღია არხით მოდის, იქაც იპარება, ნათესებს თოხით და ბარით ვადგავართ, რომ რაც შეიძლება მეტი ფართობის მორწვა მოვასწროთ“, – ამბობს კარლო ვირაბიანი.

მინაძეში მცხოვრებ ოთარ ელიოსიძეს კი ნათესები ისეთ ადგილზე აქვს, რომ იქ წყალსაქაჩით ვერ მორწყავს: „ისედაც მწირი მიწაა ჩვენთან. ვთესავთ და მერე წვიმის იმედად ვართ. თუ არ იწვიმებს, არაფერი მოვა. ძირითადად, სათიბად ვიყენებთ. რომ ირწყვებოდეს, ყველაფერი მოვიდოდა“.

ახალციხის ექვსი სოფლის მინაძის, ჭაჭარაქის, ახალშენის, ანდრიაწმინდის, წყორძისა და ღრელის გასარწყავიანების პროექტი, იაპონიის საელჩოს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, თუმცა ურაველში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის გამო, მალევე შეჩერდა. ადგილობრივები შიშობენ რომ მდინარის რესურსი ექვს სოფელს არ ეყოფა და სისტემის მოწყობის შემთხვევაში სოფელი ურაველიც უწყლოდ დარჩება.

მინაძელი გიორგი გედევანიძე მიიჩნევს, რომ პროექტი განხორციელება მინაძის და მეზობელი სოფლებისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გასული საუკუნის 90–იან წლებამდე აღნიშნული სოფლები ურავლის წყლით, თვითდინებით ირწყვებოდა.

„კომუნისტების დროს იყო მსგავსი სისტემა და ეს სოფლები ირწყვებოდა, თუმცა ახლა 7-8 მოსახლეს აქვს საკალმახე. სარწყავი რომ გაკეთდეს, საკალმახეები ვეღარ იმუშავებს, ჩვენთვის კარგია, მაგრამ ისინი დაზარალდებიან“.



გაგრძელდება თუ არა ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, ახალციხის მერიაში პასუხი არ აქვთ.

„ჯერ-ჯერობით გაჩერებულია, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„სამხრეთის კარიბჭე“ იაპონიის საელჩოს დაუკავშირდა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლები მივლინებაში არიან, რის გამოც პასუხი კითხვაზე - ძალაშია თუ არა სოფლების გასარწყავიანების პროექტის დაფინანსების საკითხი – პასუხი ვერ მივიღეთ.

ხეობის ექვს სოფელში სარწყავი სისტემის მოსაწყობად სამუშაოები გასულ წელს, 30 წლის წინ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით დაიწყო.

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, ახალი გზშ კავშირმა „სამყარომ“ მოამზადა, რომლის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილია,მაგრამ ადგილობრივებთან შეთანხმების მისაღწევად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

წყალი საათში 65 ლარად - შეჩერებული პროექტი და ‘მშრალზე’ დარჩენილი სოფლები [ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
წლის ყველაზე ხმაურიანი პროექტი ურაველში ვერ განხორციელდა
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება