FM97.5 / LIVE

დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე ვაჟა–ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.07.2019
დღეს, 11 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე ვაჟა–ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

"მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს და ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია", - ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი", - თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

„გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არამხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის. როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას; როცა ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიამაყეს; როცა ვამბობს საქართველოს, ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ ხართ პატარა ქვეყანა, მაგრამ – უდიდესი ერი; თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნისათვის გაერთიანდით. თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.

კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

netgazeti.ge – ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – „სირცხვილი გახარიას“ (“shame on you Gakharia”).

[sknews.ge]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]
ვაჟა ჩიტაშვილი: ‘ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი პრობლემების სხვაზე გადაბრალებაა’
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება
ამერიკის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ლეო ანთაძემ ახალციხელ მაყურებელს ”ბახტრიონი” წარუდგინა
ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'