FM97.5 / LIVE

ნელი ღონღაძე – თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2019
მუშაობდა სკოლის დირექტორად, „მმაჩის “ ბიუროს უფროსად. 17 წელიწადი თემიდას სამსახურში იყო. ამბობს, რომ ბევრ საინტერესო ეპოქას მოესწრო. ნელი ღონღაძის ბიოგრაფიული პორტრეტი.

ნელი ღონღაძე – თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს

სოფელ აწყურში დაიბადა. დედა პედაგოგი იყო, სოფლის სკოლაში მუშაობდა.

მამა – იურისტი, მუშაობდა სხვადასხვა ქალაქებში – სამტრედია, ზესტაფონი, ქობულეთი.

„11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. გამზარდეს მამაჩემის მშობლებმა. ბაბუა ყველაფერი იყო ჩემთვის, ცხოვრების მასწავლებელი“, – გვიყვება ნელი ღონღაძე.

ბაბუა – ერმოგენ ღონღაძე, 1944 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშადან გადმოასახლეს ახალციხის სოფელ აწყურში.

„ხშირად დადიოდა შროშაში, თუმცა ვერ შეძლო იქ ეცხოვრა. ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. 1985 წელს გარდაიცვლა 90 წლის ასაკში და გული მტკივა, რომ ყველაზე დიდი ოცნება – დამოუკიდებელი საქართველო ენახა, ვერ აიხდინა. სულს ღაფავდა საქართველოსთვის. ბაბუა იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა ვალიკო ჯუღელის გვერდით, მიყვებოდა გენერალ მაზნიაშვილზე. მონაწილეობა აქვს მიღებული 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, როცა დაინგრა ყველაფერი. 29–30 წლებში დაჭერილი იყო და ციხიდან გამოვიდა, როგორც გადამხრელი [იგულისხმება ტერმინი უკლონნიკი]", – გვიყვება ნელი ღონღაძე.

„გადამხრელის“ შვილიშვილი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი – სახელმწიფო უნივერსიტეტეტში ისტორიის ფაკულტეტზე აბარებს და ამბობს, რომ ბაბუა სახლში ცალკე უტარებდა განსხვავებულ ლექციებს.

„როცა რაღაცას ვკითხულობდი, მეუბნებოდა – ბაბუა, რას ლაპარაკობ ახლა შენ, რაც მანდ წერია, სულ არასწორია. მეიცა, მეიცა, ბაბუ, მოტრიალდი და მე მომისმინე, მე გამივლია ეგ ბაბუ და გეტყვი ყველაფერს, როგორც იყოო. როგორ ჩამოვიდნენ ინგლისელები, ამერიკელები, გერმანელები. რა უნდოდათ ბაბუა–მეთქი და ჭიათურასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები და უამრავი სამუშაო შეხვედრები ჰქონდათო“, – იხსენებს ნელი ღონღაძე.

იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტშიც განსაკუთრებული ლექტორები ჰყავდა – შალვა ამირანაშვილი, იასე ცინცაძე, გიორგი გოზალიშვილი, შოთა მესხია ...

„აქედან 80 პროცენტი პარტიის წევრი არ იყო. ჩემს მეგობარს უნდოდა პარტიაში შესვლა სტუდენტობის დროს და ეს მაშინ დიდ პრიორიტეტად ითვლებოდა. მან რეკომენდაციისთვის მიმართა გიორგი გოზალიშვილს და მითხრა წამყევიო. ჩვენ კარგად ვსწავლობდით, ლექტორი გვიცნობდა, ვუყვარდით. მივედით, ჰოდა ლექტორი ეუბნება:
– ყმაწილო, ძალიან მომწონხართ, კარგი ბიჭი ხართ, სიამოვნებით გაგიწევდით რეკომენდაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ვარ პარტიის წევრი.

ისტორიულის დამთავრების შემდეგ, ლევან სანიკიძის რეკომენდაციით, ახალციხეში ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო მეცნიერ მუშაკად არქივში. მოგვიანებით ორი წელი იმუშავა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში სკოლის დირექტორად.

„შემდეგ გადმოვედი მმაჩის განყოფილების გამგედ ახალციხეში და დამხვდა დოკუმენტურად ყველაფერი არეული. იყო გადაკეთებული სახელები, გვარები, ეროვნება. მამუკაშვილები მამუკოვებად იყო დაწერილი და ასეთი – ბევრი. დავიწყე ეროვნებების დაბრუნება, აღდგენა, გვარის შეცვლა, წინაპრების გვარების მინიჭება, სახელების შეცვლა. ზუსტად მახსოვს, 500 ოჯახის მონაცემები გამოვასწორე ვალეში. გვარები იყო დამახინჯებული. მაგალითად, იანუღოვები, ხითაროვები, გოზალოვები. ადვილი სამუშაო არ იყო, მეხმარებოდნენ, წინააღმდეგობებიც არ მხვდებოდა. გაქანებული საბჭოთა პერიოდი იყო და ვაკეთებდი, სხვებთან ერთად, ეროვნულ საქმეს“, – გვიყვება ნელი ღონღაძე.

1983–1988 წლებში დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

ხუთი წელი რეგიონულ სამხედო მოსამართლედ მუშაობდა. ამავე პერიოდში თსუ ახალციხის ფილიალში ლექციებს ვკითხულობდა.

12 წელიწადი კი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. ამბობს, რომ რთული იყო, თუმცა შეძლო.

საუბარი შეეხო 17 მაისს, პრაიდს: „ყველას თავის შეხედულება და აზრი აქვს. ამ მაგიდასთან ხუთნი რომ ვისხდეთ, ხუთივეს სხვადასხვა აზრი გვექნება. რომის იმპერიის დროს, იულიუს კეისარზე ერთ–ერთი მემატიანე წერდა, იულიუს კეისარი იყო იმ პერიოდში ყველა ულამაზესი ქალის ქმარი და ყველა ულამაზესი კაცის ცოლი. მართლმადიდებლობაში ეს უზნეობად ითვლება. კომუნისტების დროს სპეციალური მუხლი იყო – გაუკუღმართებული გზით სქესობრივი ცხოვრება. მე არ მქონია აქ შემთხვევა, თუმცა მუხლი მკვდარი არ ყოფილა. მუხლი იდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ქვეყანაში შემთხვევები, და არც ერთ–ორ შემთხვევაზე იქმნება მუხლი. ყველას ცხოვრება მისი პირადი საქმეა“.

პოლიტიკაზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ახალი თაობის იმედი აქვს.

„90–იან წლებში ერთ–ერთი მომიტინგე ვიყავი. ბრძოლა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის. ბევრი ეპოქა გადავიარე, მოვესწარი მჟავანაძეს, შევარდანძეს, გამსახურდიას ისევ შევარდნაძის დაბრუნებას, სააკაშვილს, ივანიშვილს. საინტერესოა ყველა ეპოქა, შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ისეთი. ახლა გვინდა განსხვავებული ეპოქა. ქვეყანა გვაქვს მოსაწესრიგებელი. ძალიან კარგი თაობა გვყავს. ძლიერი და თავისუფლებაში დაბადებულები არიან და ამიტომაც აქვთ სწრაფვა თავისუფლებისკენ. ჩვენ იქით ვართ, ძნელია გადაკეთება, გადმოკეთება. თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს“.

ნელი ღონღაძე – თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს

1991 წელი, 9 აპრილი, საქართელოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ახალციხე

[გულო კოხოძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში 'კონსერვატიულ პარტიას' ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“