FM97.5 / LIVE

ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.07.2019
„სამეცნიერო სამყაროსთვის არასერიოზული, ქვეყნისთვის საშიში განცხადება“, „ისტორიული ფაქტების აბსოლუტური იგნორი“ – ისტორიკოსები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე.

ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან

რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში საქართველო დაადანაშაულა აფხაზებისა და ოსების გენოციდში, ასევე მან თქვა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ ყოფილა“.

„1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. მთლიანად შევიდა, სამხრეთიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1810 წელს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთიც შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ვასალი. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა. მაშინ არანაირი საქართველო არ არსებობდა, იყო თბილისის გუბერნია“.

„გამიზნულად გაკეთებული განცხადებაა, სწორედ საქართველოს წინაღმდეგ მიმართული. ასეთი განცხადებები სერიოზული სამეცნიერო სამყაროსთვის არასერიოზულია, მაგრამ ქვეყნისთვის საშიშია“, – ფიქრობს ისტორიკოსი როინ ყავრელიშვილი.

„ეს არის სრულიად აცდენილი ყოველგვარ სინამდვილეს. ეს არის ისტორია, რაც თვითონ შექმნეს – ისტორიული ფაქტების აბსოლუტური იგნორი“, – ამბობს ისტორიკოსი ნიკო ახალკაცი.

როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბრისას გამიზნულად იცრუა.

„ჯერ ერთი, საქართველოს აფხაზეთის ოკუპაცია არ მოუხდენია. არსებობს არაერთი მასალა, ლიტერატურა ამის დასამტკიცებლად. თუნდაც ჯემალ გამახარიას და ლია ახალაძის წიგნი – „აფხაზეთი, საქართველოს პოლიტიკა, ისტორია და კულტურა“. ასევე ისტორიკოს ზურაბ პაპასკირს აქვს ამ თემაზე არაერთი მასალა გამოქვეყნებული“, – ამბობს როინ ყავრელიშვილი.

ნიკო ახალკაცს მიაჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სისულელე.

„ისტორიის გაყალბებაა. პუტინმა თქვა, რომ 1774 წელს ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იყოო. დიდი კავკასიური ომი რომ დამთავრდა საბოლოოდ, 1864 წელს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიუერთდა ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს. რაც შეეხება ქართლ–კახეთის სამეფოს შეერთებას რუსეთთან, შიდა ქართლი შედიოდა ამ სამეფოში და შიდა ქართლის შემადგენლობაში ჩვეულებრივ შედიოდა სამაჩაბლო. ხოლო აფახაზეთი რუსეთის ნაწილი არასდროს არ ყოფილა, არცეთ ისტორიულ პერიოდში“, – განაცხადა ნიკო ახალკაცმა.

როინ ყავრელიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ საქართველოსთვის არ იყო გამიზნული.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი: ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებათა ისტორია და ნატოს პერსპექტივა
‘ტაო’ ოთხ აპრილს რუსეთის გუნდ ‘სლავას’ შეხვდება
აშშ: ‘შეწყდეს საქართველოს ტერიტორიის არაკანონიერი ოკუპაცია’
‘ტაო’ რუსეთის ‘სლავასთან’ დამარცხდა
25 თებერვალი საქართველოს ოკუპუციის დღეა