FM97.5 / LIVE

'...და ცისფერი ქვა გამოჩნდა' - უნიკალური კანკელის აღმოჩენის დეტალები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2019
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებისას, რვა ივლისს, მუშებმა აღმოაჩინეს კანკელის ფრაგმენტი. ფრაგმენტზე ღვთისმშობლის მიძინების ბარელიეფია ამოკვეთილი, გვერდებიდან კი, ოთხი სხვადასხვა სახის მაღალმხატვრული ჩუქურთმით არის მორთული. რესტავრატორების თქმით, ნამუშევარი მე-11 საუკუნეშია შექმნილი.

'...და ცისფერი ქვა გამოჩნდა' - უნიკალური კანკელის აღმოჩენის დეტალები [ფოტო/ვიდეო]

კანკელის ფრაგმენტი რვა ივლისს, დღისით, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წვიმის დროს ჩამოშლილი მიწის გატანისას გამოჩნდა.

„ჩვეულებრივად, ყოველდღიურ სამუშაოს ვასრულებდი. ჩამოსული მიწის აღებისას, ცისფერი განსხვავებული ქვა დავინახე. მუშაობა შევწყვიტე და ჩვენს რესტავრატორს, რამაზ კორშიას დავუძახე. შემდეგ ყველამ გავიგეთ, რაც ყოფილა“, - იხსენებს ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ჯონი ლაბაძე.

„მსგავსი კანკელი ჩვენს კულტურაში აქამდე არ გვქონია. ხომ შეეძლო, ერთი და იგივე ორნამენტი გაეკეთებინა, მაგრამ სხვადასხვა, უდიდესი სიზუსტით და ოსტატობით შექმნილი ორნამენტი და ჩუქურთმა შექმნა. კანკელზე სვეტები დგას, რომელშიც აღმოჩენილის მსგავსი ფორმებია მოქცეული, ზედა მხარეს კი ფერწერული ხატები იქნებოდა,“ - ასე გვიხატავს კანკელის თავდაპირველ განლაგებას აწყურის სარეაბილიტაციო პროექტის ერთ-ერთი რესტავრატორი.



კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ ღვთისმშობლის მიძინების ხატი თეძამის ტუფზეა ამოკვეთილი.

"მსგავსი კანკელი არის საფარაში, რომელიც იგივე, მე-11 საუკუნის სტილით არის შექმნილი. დეკორითა და ჩუქურთმების კვეთილობით, ჩვენს კულტურაში ამდაგვარ კანკელებს შორის ეს განსაკუთრებულად მაღალმხატვრული ნაწარმოებია“, - განმარტავს გიორგი გაგოშიძე და ამატებს, რომ აწყურში აღმოჩენილ კანკელს ადგილზე მომავალ კვირას შეისწავლის.

აწყურის სარესტავრაციო პროექტის ხელმძღვანელის, ედიშერ ჯანჯულიას თქმით, ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა და მათმა სიმრავლემ გადააწყვეტინა, რომ ტაძრის ეზოში მუზეუმი მოეწყოს. ნაპოვნი კანკელიც მუზეუმში განთავსდება: „აქვე განვათავსებთ ყველა მნიშვნელოვან აღმოჩენას. რამდენიმე კვირის წინ აღმოჩენილი ჯვრის ბაზისიც იქ დაიდგმება; გუმბათისთვის კი ასლს დავამზდებთ“.

ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის თაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალ წელს კი გუმბათის მშენებლობა დაიწყება.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებელი კომპანიის – „ივერთმშენის“ დირექტორის ედიშერ ჯანჯულიას განცხადებით, ტაძრის რესტავრაცია 2022 წელს დასრულდება.

'...და ცისფერი ქვა გამოჩნდა' - უნიკალური კანკელის აღმოჩენის დეტალები [ფოტო/ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აწყურში სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს
აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]